ავტოსპორტისპორტი

რასტი და ტრელიუიე, Audi-ს ავტომობილებით DTM-ის და Super GT-ის ერთობლივ რბოლაში გამოვლენ

Audi-ს ავტომობილებით „ფუძის“ ტრასაზე, აგრეთვე, ლოიკ დიუვალი და მაიკ როკენფელერი იასპარეზებენ.

Audi-ს სპორტულმა განყოფილებამ ოთხი პილოტი ამოარჩია, რომელიც „ფუძის“ იაპონურ ტრასაზე, DTM-ის და Super GT-ის ერთობლივ რბოლაში იასპარეზებს.

სამი ავტომრბოლელი-DTM-ის მოქმედი მონაწილეა, მათ შორის უკვე ორგზის ჩემპიონი, რენე რასტი, აგრეთვე, ლოიკ დიუვალი და მაიკ როკენფელერი. მათ ბენუა ტრელიუიე შეუერთდება,რომელიც Audi-ს ავტომობილით, „ლე მანის 24 საათიან რბოლაში“ გამოდიოდა და იქ სამჯერ მოიგო. ტრელიუიე, აგრეთვე, 2008 წელს Super GT-ის ჩემპიონი გახდა.

ერთობლივ ეტაპზე, აგრეთვე, ნიკო მიულერის და რობინ ფრაინსის მონაწილეობა განიხილებოდა, თუმცა „ფუძიზე“ რბოლა ფორმულა E-ს ახალი სეზონის პირველ რბოლაში მათ გამოსვლას ხელს შეუძლიდა.

ადრე BMW-მ პილოტების საკუთარი შემადგენლობა დაასახელა, იაპონიაში, ერთობლივ რბოლაში მონაწილეობისთვის. სამი ავტომრბოლელიდან ერთ-ერთი ალესანდრო ძანარდი იქნება.

,,ფუძის“ ავტოდრომზე ერთობლივი ეტაპი 23-24 ნოემბერს გაიმართება. მანამდე, „ჰოკენჰაიმრინგზე“, DTM-ის ფინალზე, Super GT-ის სამი ავტომრბოლელი ჩავა, მათ შორის ფორმულა 1-ის ყოფილი ჩემპიონი, ჯენსონ ბატონი, რომელიც Honda-ს ავტომობილით ასპარეზობს.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button