სპორტი

ფორმულა E-ში სადებიუტო სეზონისთვის Porsche-მ თავისი მანქანა-99X წარადგინა

ოთხშაბათს, საღამოს, ფორმულა E-ს მეექვსე სეზონში სადებიუტოდ, Porsche-მ საზოგადოებას, 99X Electric ინდექსიანი შასის გამოსახულება წარუდგინა.

ჩემპიონატში, რომელიც 2019 წლის ნოემბერში სტარტს აიღებს, მანქანის მართვა გერმანელ ანდრე ლოტერერს და შვეიცარიელ ნილ ჯანის დაავალეს.

წარსულის გადმოსახედიდან შეიძლება ითქვას, რომ ამ პროექტს საფუძველი ჯერ კიდევ WEC-ში, LMP1 კატეგორიაში ასპარეზობის დროს ჩავუყარეთ“, – RaceFans-ს მალტე ჰიუნეკეს, პროგრამის ხელმძღვანელის სიტყვები მოჰყავს. – სწორედ მაშინ დავფიქრდით ფორმულა E-ს ახალი მანქანის ტრანსმისიაზე. ძალოვანი დანადგარის მაქსიმალურ ეფექტურობაზე გავჩერდით, ახალი აგრეგატის აწყობისთვის გამოყენებული ტექნოლოგია კი ჩვენი სერიული ელექტროქარის-Porsche Taycan წარმოებიდან მთლიანად გადმოიღეს“.

მოსალოდნელია, რომ გუნდი კიდევ ერთ კერძო სატესტო სესიას ჩაატარებს, ოფიციალურ წინასასეზონო ცდებამდე, რომელიც ოქტომბერში, ვალენსიაში მოეწყობა.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button