ავტოსპორტიფორმულა 1

სენას, პროსტის, მენსელისა და პიკეს ისტორიული ფოტოს მიღმა

ხელგადახვეული ჩემპიონები-აირტონ სენა, ალენ პროსტი, ნაიჯელ მენსელი და ნელსონ პიკე-1986 წელი, პორტუგალიის გრან პრი.

ფოტო, რომელიც პორტუგალიაში, „ეშტორილის“ ავტოდრომის პითუოლზე გადაიღეს, ისტორიაში 1986 წლის 21 სექტემბერს შევიდა. ამ ფოტოზე აღბეჭდილია აირტონ სენა (Lotus), ალენ პროსტი (McLaren), ნაიჯელ მენსელი (Williams) და ნელსონ პიკე (Williams)-ოთხი ავტომრბოლელი, რომელსაც იმ სეზონში ჩემპიონობის შანსი ჰქონდა და რომელმაც ყველაზე პრესტიჟული საავტომობილო კატეგორიის „ოქროს ხანის“ კვარტეტი შეადგინა. იმ დროს სპორტის ამ ლეგენდებს, ერთად, მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონის სამი ტიტული ჰქონდათ მოპოვებული, ერთი-პროსტს (1985) და ორი-პიკეს, 1981 და 1983 წლებში. ოთხ ავტომრბოლელს, ერთად 51 რბოლა ჰქონდა მოგებული, მაგრამ მხოლოდ ერთმა პიროვნებამ იცოდა ძალიან კარგად, რომ ამ ავტომრბოლელებს უფრო მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლიათ…

ამ ფოტოს პასუხისმგებელი ბერნი ეკლსთოუნი იყო, რომელმაც, Brabham-ის გუნდის ხელმძღვანელობის შემდეგ, მთელი ფორმულა 1-ის მმართველობა ჩაიბარა. ოთხი ავტომრბოლელი, რომელიც იმ სეზონში გამოირჩეოდა, ლიდერმა ხელმძღვანელმა ფოტოგრაფების წინ შეკრიბა და მათ მიერ შექმნილმა ფოტოებმა, მრავალი წლის მანძილზე, მთელი მსოფლიო შემოიარა.

დრო გავიდა და გვიჩვენა, რომ ეკლსთოუნი მართალი იყო. ოთხ ავტომრბოლელს, ჩემპიონობის შანსი, თანაც ბოლო რბოლებში, აღარ ჰქონია. დიდი ორთაბრძოლები იყო, როგორც სენას და პროსტის პაექრობა 1988, 1989 და 1990 წლებში, სენას და მენსელის დაპირისპირება 1991 წელს, მაგრამ 1986 წელს ამ ოთხეულიდან ყოველს მოგება შეეძლო, თანაც სეზონის ბოლომდე ოთხი ეტაპი იყო დარჩენილი. პირველსა (მენსელი) და მეოთხეს (პიკე) შორის მხოლოდ რვაქულიანი სხვაობა იყო. ტიტული კი პროსტმა ბოლო რბოლაში, ავსტრალიაში, ადელაიდას ტრასაზე მოიპოვა.

ისტორიული ფოტო ხუთშაბათს გადაიღეს. ორი დღის შემდეგ, კვალიფიკაციაში, სენამ უსწრაფესი დრო აჩვენა და კარიერაში მე-14 პოულ პოზიშენი მოიპოვა. 1986 წლის სეზონში ეს მისი მეშვიდე პოული იყო. ბრაზილიელმა 0.816 წამით აჯობა მენსელს, რომელიც სასტარტო ბადეზე მეორე იდგა. პროსტი წამზე მეტით ჩამორჩებოდა და მესამე იყო.

კვირას მენსელი რბოლას დომინირებდა და გაიმარჯვა. სენა კი პროსტის და პიკეს შეტევებს, ბოლო წრემდე იგერიებდა, როცა მისი Lotus-ის საწვავი დაიცალა. ფრანგმა მეორე ადგილი სენას წაართვა, პიკემ პოდიუმი შეავსო. აირტონი მაინც ახლოს იყო მეოთხე ადგილით, მაგრამ გრძნობდა, რომ ტიტულის მოპოვების შანსი ქრებოდა. ორ წელიწადში McLaren-მა ყველაფერი იაპონიაში, “სუძუკაზე“ გადაწყვიტა. და ბოლოს, ჩემპიონების ფოტო, მართლაც, ისტორიული მნიშვნელობის არის. ახლა რომ თვალი გადავავლოთ, ამ კვარტეტმა, ერთად, 11 ტიტული მოიპოვა: სამი-სენამ, ოთხი-პროსტმა, ერთი-მენსელმა და სამი-პიკემ. გამარჯვებების რაოდენობამ კი 146 შეადგინა: სენა-41, პროსტი-51, მენსელი-31, პიკე-23.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button