COVID-19

ვისწავლოთ მეტი, რომ ვიდარდოთ ნაკლები

როგორ დაიცვათ საკუთარი ოჯახი და საკუთარი თავი Covid-19 ისაგან? ამაზე ფიქრი ნამდვილად სტრესულია და მითუმეტეს, მაშინ, როდესაც გვესმის თუ როგორი შედეგები ახლავს მას თან. Covid-19 ის გავრცელების ფაქტების ცოდნა დაგეხმარებათ, რომ იყოთ ინფორმირებულები და მიიღოთ ჯანსაღი გადაწყვეტილებები, რათა საყვარელი ადამიანების დაცვა სანდო წყაროების გამოყენებით შეძლოთ.

  • Covid-19 ადამიანიდან ადამიანზე გავრცელება ხდება რესპირატორული წვეთებით, რომელებიც წარმოიქმნებიან დაინფიცირებულის ხველებისაგან ან დაცემინებისას შედეგად.
  • შესაბამისად, ადამიანებისაგან მოშორებით დარჩენა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ვირუსის თავიდან ასაცილებლად.
  • Covid-19 ის გავრცელება, ასევე, ხდება იმ საგნებთან შეხებისას, რომლებთანაც დაავადებულ ადამიანებს ჰქონდათ შეხება.
  • ამ ახალი კორონა Covid-19 ით დაინფიცირება  შესაძლებელია ინტაქტური ვირუსით, რომელიც თქვენს ხელებსა და სახეზე ხვდება.
  • ზოგიერთი ცნობა აჩვენებს, რომ Covid-19 ის გავრცელება შესაძლებელია იმ ადამიანებისაგან, რომლებსაც არ აღენიშნებათ სიმპტომები
  • მოერიდეთ ხელების სახეზე მიკარებას, როდესაც გიწევთ იმ საგნებთან შეხება, რომლებთანაც ბევრ ადამიანს ჰქონდა კონტაქტი.
  • სახლში მოახდინეთ დეზინფექცია საგნებისა და ადგილების, როგორებიცაა კარის სახელურები, ჩამრთველები.
  • ისევე, როგორც ყოველთვის, პანდემიის დროსაც მნიშვნელოვანია საკვების უსაფრთხოების წესების დაცვა. გაითვალისწინეთ, საკვებით კორონავირუსი არ ვრცელდება, მაგრამ სურსათის ყიდვის დროს მოერიდეთ ადამიანებთან ახლო კონტაქტს, დაიცავით 1-2 მეტრის დისტანცია, სახლში მოსვლისთანავე და, რა თქმა უნდა, საკვების მომზადების დაწყებამდე გულმოდგინედ დაიბანეთ ხელები მინიმუმ 20 წამის განმავლობაში.

გახსოვდეთ, ხელები უნდა დაიბანოთ:

  • სახლში შემოსვლისას
  • საპირფარეშოს გამოყენების შემდეგ
  • დაცემინებისა და დახველების შემდეგ
  • ცხვირის მოწმენდის
  • საკვების მომზადებამდე, პროცესსა და მომზადების შემდეგ
  • საკვების მიღებამდე
  • ნაგავთან შეხების შემდგომ
  • ცხოველთან კონტაქტის ან მის განავალთან შეხების შემდეგ

რამდენად სწრაფად ვრცელდება ვირუსი ?

ვირუსის გავრცელება ადამიანიდან ადამიანზე განსხვავდება გადადებისა და შენარჩუნების უნარით. Covid-19 ის გამომწვევი ვირუსი კი ძალიან სწრაფად ვრცელდება და მდგრადია, რაც ნიშნავს, რომ ადამიანიდან ადამიანზე შეუჩერებლად გადადის.  აქედან გამომდინარე ვირუსისაგან თავის არიდება სოციალური დისტანციითა და ხშირი ხელის დაბანით არის შესაძლებელი.

ახლა, როდესაც იცით თუ როგორ ვრეცლდება ვირუსი, ბევრად გამარტივდება თქვენი ბრძოლა ამ ინფექციის წინააღმდეგ.

https://covid-101.org/science/learning-more-to-worry-less

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

Back to top button