კულტურა

საყდრისის ტრაგედია

ნორმალურ ვითარებაში

ნებისმიერი ქვეყანა, იქნება ეს დიდი თუ პატარა, ცდილობს რაღაც ისეთი შესთავაზოს დანარჩენ კაცობრიობას, რაცმის მნიშვნელობას გაზრდის და მისკენ მიიზიდავს მთელს მსოფლიოს.  ამ მიზნის მისღწევად ძალ-ღონეს არ იშურებენ დასავლეთსათუ აღმოსავლეთში, ჩრდილოეთსა თუ სამხრეთში. თანამედროვე ეგვიპტეს დღესაც ძველი პირამიდებიდა სფინქსი ანიჭებენ მიმზიდველობას; დღევანდელი ბერძენი კვლავაც ათენის აკროპოლისით,ფიდიასით, ჰომეროსით, პლატონითა და არისტოტელეთი ამაყობს; უკვე რა ხანია, რაც ჩინეთისდიდი კედელი აღარ იცავს ქვეყნის საზღვრებს, მაგრამ მის სახელს მთელს მსოფლიოში ავრცელებსდა ტურისტებსაც უხვად იზიდავს ჩინეთისაკენ; ავსტრიაში ყოველი ფეხის ნაბიჯზე გახსენებენ,რომ მოცარტის ქვეყანაში იმყოფები; მადრიდს სერვანტესის უკვდავი რომანის გმირების -დონ კიხოტისა და სანჩო პანსას ქანდაკება ამშვენებს, ლონდონში კი ლიტერატურულ გმირს – შერლოკ ჰოლმსს სულაც მუზეუმი გაუხსნეს. ვარშავის აეროპორტი შოპენის სახელს ატარებს, ლივერპულის კი ჯონ ლენონის. გერმანიაში ლეგენდარულ მაცდურ სირინოზს – ლორელაის, ცნობილმაპოეტებმა – კლემენს ბრენტანომ და ჰაინრიჰ ჰაინემ ლექსები მიუძღვნეს და პოპულარობა გაუწიესმთელს მსოფლიოში.  დღეს რაინლანდ ფფალცში სანკტგოარჰაუზენთან, რაინის პირას მდებარე ის კლდე, სადაც ლეგენდის თანახმად ლორელაი იჯდა, იუნესკოს ძეგლთა დაცვის ნუსხაშია შეტანილი. კლდის თავზე ლორელაის ქანდაკება დგას დატურისტებისათვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია მსოფლიოში. ასეთი მრავალი მაგალითის მოყვანაშეიძლება. 

საყდრისის ოქროს საბადო

ოქროს საწმისი                                                        

ამ მხრივ, წესით ჩვენც არ უნდა გვქონდეს თითქოს ცუდად საქმე. ბოლოს და ბოლოს საქართველო ხომ ოქროს საწმისის ქვეყანაა, მაგრამ ამ საყოველთაოდ ცნობილი მითის ქვეყნის სასარგებლოდ აწმყოში ამოქმედება და გამოყენება სამწუხაროდ არასოდეს მომხდარა. ოქროს საწმისის მითი ძალიან ღრმა შინაარსის მატარებელია. მისი სრული სულიერი, მეცნიერული, თუ ისტორიული მნიშვნელობა ჯერაც არ არის ბოლომდე გახსნილი. ეს ცალკე კვლევის საკითხია და ამ თემას ამ სტატიაში ფართოდ ვერ გავშლით, თუმცა უდავოა, რომ ოქროს საწმისის მითის შინაარსი მრავალ რეალურ ფაქტს უნდა ემყარებოდეს რაც გულისხმობს აგრეთვე, ოქროს მოპოვების უძველეს წესსაც. 

საერთოდ, განვითარებული მეტალურგია, განსაკთრებით კი ოქროს მოპოვება კაცობრიობის კულტურის ერთ ერთი უმნიშვლელოვანესი გამოხატულებაა. ამ მხრივ საქართველო უძველესი კერაა მსოფლიოში, რაც მას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ცივილიზებული კაცობრიობის ისტორიაში. ვერძის ტყავით მდინარიდან ოქროს მოპოვების მეთოდი დღესაც კი შემორჩენილია სვანეთში. მართლაც, საქართველოში რომ ოქრო უძველესი დროიდან მოიპოვებოდა, ამას ნაწილობრივ ადასტურებს ჩვენს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალაც, ოქროს თასები, სამკაულები, სხვადასხვა ნაკეთობები და ა.შ. თუმცა სკეპტიკოსები, თუნდაც დიდი რაოდენობით არტეფაქტების  აღმოჩენას, არ თვლიან იმის საკმარის მტკიცებულებად, რომ ქვეყანაში ოქრო მოიპოვებოდა, ვინაიდან არქეოლოგიური გათხრის შედეგად აღმოჩენილი ოქროს ნაკეთობა თეორიულად შეიძლება იყოს როგორც ადგილობრივი წარმოშობის, ასევე შემოტანილიც. ამიტომ ოქროს მოპოვების დამადასტურებელ უტყუარ ფაქტად ოქროს საბადოები ითვლება.

იასონი ოქროს საწმისით

საყდრისის აღმოჩენა და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და მსოფლიოსათვის

ჯერ კიდევ საბჭოთაპერიოდში კომპეტენტურმა მეცნიერებმა იცოდნენ, რომ საყდრისის მაღარო მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ობიექტს წარმოადგენდა. 1980-იან წლებში სამთო ინჟინერმა თეიმურაზ მუჯირმა ბოლნისის რაიონში, დაბა კაზრეთთან, დააფიქსირა პრეისტორიული მაღარო. 2004 წლიდან  ქართულ-გერმანულმა სამეცნიერო ჯგუფმა დაიწყო ობიექტისერთობლივი კვლევა. გერმანული მხრიდან ექსპედიციას ხელმძღვანელობდა ბოხუმის მუზეუმის პროფესორი ბატონი თომას შტოლნერი, ქართული მხრიდან კი ეროვნული მუზეუმის არქეოლოგი, ქალბატონი ირინე ღამბაშიძე. 2005-2007 წლებში მნიშვნელოვანი არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა. ექსპედიციის მუშაობა 2013 წლამდე სისტემატურად გრძელდებოდა. მეცნიერული კვლევებისშედეგად დადგინდა, რომ საყდრისის მაღარო მსოფლიოში უძველეს ოქროს მომპოვებელ კერასწარმოადგენდა. რადიოკარბონატული დათარიღების მეთოდით დადასტურდა ის, რომ მაღარო 5000 წლისა იყო. ეს იმას ნიშდავდა, რომ საქართველოში აღმოაჩინეს არა მხოლოდ ოქროს ნაკეთობები, სამკაულები, ქანდაკებები და სხვა, არამედ ის კაცობრიობის ისტორიაში უძველესი საბადო, საიდანაც ადამიანმა პირველად მოიპოვა ოქრო. საყდრისი დედამიწაზე აღმოჩენილ ოქროს მაღაროებსშორის უძველესი აღმოჩნდა, დაახლოებით 1000 წლით უფრო ძველი მსგავსი ტიპის ეგვიპტურმაღაროებზე.  გარდა ამისა, გვირაბებში აღმოაჩინეს 10 000 ზე მეტი არქეოლოგიური მნიშვნელობის ქვის იაღაღი, რაც კიდევ ერთი უტყუარიდასტურია საყდრისის მაღაროს საკაცობრიო მნიშვნელობისა. სამეცნიერო ჯგუფმა ჩაატარა კიდეც ექსპერიმენტი და შეძლო ზუსტად იმ მეთოდების გამოყენებით ოქროს მოპოვება, რომლითაც 5000 წლის წინ მოიპოვებდნენ საყდრისში მომუშავე ოქროს მაძიებელი მაღაროელები. გარდაამისა, საყდრისის ბორცვის მახლობლად აღმოაჩინეს ასევე არაერთი სხვადასხვა დანიშნულებისსამუშაო მოედანი, სადაც ისტორიული მაღაროელები საყდრისში მოპოვებულ ოქროს ამუშავებდნენ. იქვე იპოვეს რიტუალური მნიშვნელობის სამარხებიც და სხვ. დეტალურად ეს ყოველივე აღწერილია ქართულ-გერმანული ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ არაერთ სამეცნიერო სტატიაში, მათ მიერჩატარებულ საჯარო მოხსენებებში, თუ გადაღებულ სამეცნიერო ფილმებში და უკანასკნელ ხანსგამოცემულ ორენოვან მონოგრაფიაში საყდრისის შესახებ. ექსპედიციის წევრები საგანგებოდ აღნიშნავდნენ იმას, რომ ეს აღმოჩენა ოქროს საწმისის ქვეყანაში მოხდა. ცხადია ეს მთელიკაცობრიობისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საქართველოსათვის. მართალია, სთოუნჰენჯი ყველასია, მაგრამ პირველ რიგში ის დიდ ბრიტანეთს ეკუთვნის, ვინაიდანამ ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფება; ეგვიპტის პირამიდებიც მთელი კაცობრიობას კუთვნილებაა,მაგრამ უპირველეს ყოვლისა ეგვიპტელების სიამაყეა. ასე იქნებოდა საყდრისშიც. ის ყველასიიყო, მთელი დედამიწისა, მაგრამ პირველ რიგში საქართველოს ეკუთვნოდა, ვინაიდან ჩვენსქვეყანაში იქნა აღმოჩენილი.

საყდრისის პანორამა

მართლაც რა შეიძლებოდაყოფილიყო საქართველოდან უფრო მიმზიდველი მესიჯი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებიმოგზაურობის მოყვარე ადამიანებისთვის, ვიდრე ის, რომ მითიური ოქროს საწმისის ქვეყანაშიმეცნიერებმა აღმოაჩინეს კაცობრიობის ისტორიაში უძველესი ოქროს მომპოველი მაღარო?! წესით, საყდრისი ქვეყნის პრესტიჟის, კულტურული, ეკონომიკური თუ პოლიტიკური წარმატების სერიოზულიწყარო უნდა გამხდარიყო. პლანეტის უძველესი ოქროს მაღარო ოქროს საწმისის ქვეყნიდან აუცილებლადმოიზიდავდა დიდი რაოდენობით ტურისტს, ქვეყნის სახელს გაიტანდა მსოფლიოში და მთლიანობაში, ძალიან სასარგებლო იქნებოდა საქართველოსათვის კულტურულადაც, ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც. წესით იქ, ადგილზე, მაღაროშივე უნდა მოწყობილიყო საერთაშორისო მნიშვნელობის მუზეუმი,სადაც განთავსდებოდა საყდრისში ნაპოვნი შრომის იარაღების მუდმივი ექსპოზიცია; საყდრისისბორცვის მახლობლად შეიძლებოდა აღმართულიყო ოქროს საწმისის მითთან დაკავშირებული ძეგლი.ცივილიზებული მიდგომისა და კეთილი ნების შემთხვევაში მუზეუმის გახსნა შეიძლებოდა ქცეულიყოსაერთაშორისო მასშტაბის საზეიმო ღონისძიებად, რომელზეც მოხდებოდა მსოფლიო მნიშვნელობისმუსიკოსებისა და მხატვრების მოწვევა და ხელოვნების გრანდიოზული ფესტივალების გამართვა, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების ჩატარება, ქორეოგრაფიული, თუ თეატრალური პერფორმანსებისმოწყობა და მსოფლიოს ყურადღების მიპყრობა. საერთოდ საყდრისის მეშვეობით ბოლნისი დაკაზრეთი შეიძლებოდა ქცეულიყო ტურისტების მუდმივი ნაკადის სივრცედ და მსოფლიო მეცნიერებისადა ხელოვნების ერთ-ერთ სერიოზულ თანამედროვე ცენტრად, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ასე არმოხდა და საყდრისის ბედი სულ სხვანაირად გადაწყდა . . .

დაძაბული და შეურიგებელი ბრძოლა საყდრისისათვის და საყდრისის წინააღმდეგ

ნორმალურ ვითარებაშინებისმიერი ქვეყანა ალბათ ზუსტად ისე მოიქცეოდა, როგორც ზემოთ ითქვა. თუმცა იმისათვის,რომ ასეთი ჩანაფიქრი განხორცილედეს, საჭიროა არა მხოლოდ საზოგადოების სურვილი, არამედპირველ რიგში, სახელწიფოს კეთილი ნება და ხელშეწყობა. მაგრამ საქართველოში სამწუხაროდსახელმწიფომ არათუ ხელი შეუწყო საყდრისს, არამედ პირიქით, დაიწყო მიზანმიმართული ბრძოლამის წინააღმდეგ. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად იყო. საყდრისს 2006 წელს ეროვნულიმნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მიენიჭა და მას კანონი იცავდა, მაგრამ 2012 წელს ბოლნის კაზრეთის რეგიონში ლითონების მომპოვებელი კერძო კომპანია RMG-Gold-ი გამოჩნდა, (კომპანიის აბრევიატურა ასე იშიფრება Rich Metals Group), რომელმაც სახელმწიფოსაგან საყდრისის არქეოლოგიური ძეგლის ტერიტორიაზე მუშაობის ნებართვა მოითხოვა.  საყდრისის ტერიტორიაზე ოქროს მოპოვებითი სამუშაოების ჩატარებაში კომპანიას ხელს საყდრისისთვის მინიჭებული ძეგლის სტატუსი უშლიდა. RMG –GOLD – ის მოთხოვნის დაკმაყოფილება ფაქტობრივად, განადგურების ნებართვის გაცემას ნიშნავდა.სახელმწიფომ სამწუხაროდ, თავიდანვე დაუჭირა მხარი კომპანიის მოთხოვნას, მაგრამ მასამავე დროს, ძალიან კარგად ესმოდა ისიც, რომ საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე მეცნიერებისმიერ მსოფლიოს უძველეს ოქროს მაღაროდ გამოცხადებული, ძეგლის სტატუსის მქონე არქეოლოგიურიობიექტის – საყდრისის გამანადგურებელი ნებართვის გაცემა ადვილი არ იქნებოდა. ამიტომ, ძეგლის მოსპობისათვის ხელსაყრელი ვითარების მოსამზადებლად იურიდიული, მორალური და მეცნიერული „არგუმენტების“ ძიება დაიწყო. იურიდიულ „არგუმენტად“ საყდრისის მოწინააღმდეგეებს ისმოჰყავდათ, რომ ობიექტს 2006 წელს ძეგლის სტატუსი თითქოს შეცდომით მიანიჭეს და რომაუცილებელი იყო ამ სტატუსის გადახედვა. მორალური „არგუმენტი“ კი ის იყო, რომ თუ  RMG – GOLD – ს საყდრისში მუშაობის უფლება არ მიენიჭებოდა კომპანიაში დასაქმებული 3 000 – ზე მეტი ადგილობრივი მოსახლე სამსახურის გარეშედარჩებოდა. ამიტომ კომპანიის მუშაობისათვის აუცილებელი იყო იმ უბნის ათვისება, სადაც საყდრისი მდებარეობდა. მეცნიერული „არგუმენტის“ მოსაძიებლად კი სახელმწიფოს დაკვეთით შეიქმნა სპეციალური თერთმეტკაციანი კომისია, რომელსაც ქართულ-გერმანული ექსპედიციის მიერ ჩატარებული მრავალწლიანი სამეცნიერო კვლევების დასკვნები ეჭვსქვეშ უნდა დაეყენებინადა საყდრისის უძველესი ოქროს მაღარო „მეცნიერულ თაღლითობად“ გამოეცხადებინა. თერთმეტკაციანმა კომისიამ 30 დღის განმავლობაში იმუშავა საყდრისში და განაცხადა, რომ არქეოლოგიურ ობიექტზეუ ძველესი ოქროს მაღაროს არსებობა არ დასტურდება. ყველაზე დიდი ცინიზმი კი ის იყო, რომამ კომისიის ექსპედიციას, არც მეტი და არც ნაკლები, კომპანია RMG-Gold-ი აფინანსებდა. აღნიშნულ ფაქტს კომისიის წევრები მოგვიანებით პირდაპირ ეთერშიც არ მალავდნენ და საყდრისის მცველებთან ტელეხიდის დროს ღიად, საჯაროდ ადასტურებდნენ. კომისიის წევრები აცხადებდნენ იმასაც, რომ თითქოს საყდრისში ოქროს მარაგის არსებობა არ დასტურდებოდა და მხოლოდ მცირე რაოდენობით სპილენძი მოიპოვებოდა.

აქცია საყდრისის გადასარჩენად

საბოლოოდ სახელმწიფოს მიერ ლობირებული RMG-Gold-ის მიერ დაფინანსებული კომისიის დასკვნის საფუძველზე, 2013 წლის 5 ივლისს კულტურის სამინისტრომ საყდრისს ძეგლის სტატუსი მოუხსნა. ეს კი საერთაშორისო სამეცნიერო აზრის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავდა, ვინაიდან საყდრისის კვლევა სულ უფრო ფართო მასშტაბს იღებდა და მასში ბოხუმის სამთო მუზეუმის(გერმანია) და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ჯგუფის გარდა, მონაწილეობდნენ გოეთეს ფრანკფურტის უნივერსიტეტის მინეროლოგიის ინსტიტუტი(გერმანია), კემბრიჯის უნივერსიტეტის უძველესი სამთო წარმოების ჯგუფი(დიდი ბრიტანეთი), ლიონისა და პარიზის უნივერსიტეტები(საფრანგეთი).

ძეგლის სტატუსის მოხსნა იყო სიგნალი იმისა, რომ საყდრისს განადგურების საფრთხე დაემუქრა. ამ საშიშროების თავიდან ასაცილებლად დაიწყო აქტიური სამოქალაქო მოძრაობა. საყდრისის დასაცავად გაერთიანდნენ სულ სხვადასხვა ინტერესების, ასაკის, პროფესიის, მსოფლმხედველობის, იდეოლოგიური, ფილოსოფიური თუ პოლიტიკური შეხდეულების მქონე ადამიანები. განსაკუთრებით აქტიურობდნენ სტუდენტური ორგანიზაციები „ძეგლის მეგობარი“ და „მწვანე მუშტი“. ასევე აქტიურობდნენ ორგანიზაციები „საყდრისის დაცვის კომიტეტი“, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული ორგანიზაცია „დავითიანი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“„მწვანე ალტერნატივა“ და სხვ. საყდრისის გადარჩენის მხარდამჭერ აქციებში ჩაერთვნენ ხელოვანებიც: როკ-მუსიკოსები, მომღერლები, პოეტები, მხატვრები და სხვ.

დაიცავი საყდრისი!

მოგვიანებით, დაახლოებითერთი წლის შემდეგ, როცა საყდრისის ბრძოლა უკვე აქტიურ ფაზაში იყო გადასული, თანამდებობიდანგადადგა და საყდრისის დამცველებს შეუერთდა კულტურის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარიც.დაიწყო პერმანენტული საპროტესტო აქციები, როგორც თბილისში, ასევე ადგილზეც, კაზრეთში,ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე.  თითქმის ორიწლის განმავლობაში არ წყდებოდა ხმაური მედიასა და პრესაშიც, ეწყობოდა თოქ-შოუები დატელეხიდები, სადაც ერთმანეთს საყდრისის დამცველები და მოწინააღმდეგეები უპირისპირდებოდნენ.საყდრისის გადასრჩენად კაზრეთში კარვებიც გაშალეს. ძეგლის მახლობლად, თვეების განმავლობაში,სიცხესა თუ სიცივეში მორიგეობდნენ, ღამეებს ათევდნენ, ცხოვრობდნენ და საყდრისს აკვირდებოდნენძეგლის გადარჩენის მომხრეები.  პარალელურად,საყდრისის გადარჩენის მიზნით, საერთაშორისო სამეცნიერო წრეების მხრიდან არ წყდებოდაწერილობით მიმართვები და თხოვნები საქართველოს მთავრობისადმი. საქართველოს მთავრობას UNESCO-მაც მიმართა, მაგრამ სახელმწიფო ჯიუტად კვლავ RMG-Gold-ის ინტერესებს მიზანმიმართულადლობირებდა და იგნორირებას უწევდა ძეგლის შენარჩუნების ნებისმიერ მოთხოვნას.

აქციის მონაწილეების დაკავება

საყდრისის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა ყველას, გარდა RMG-Gold-ს თანამშრომლებისა. ბორცვი ბლოკირებული იყოსპეციალურად გამოყოფილი პოლიციის კორდონით. 2014 წლის იანვრიდან საყდრისის ტერიტორიაზეუკვე ბულდოზერებიც გამოჩნდნენ, 14 მარტს კი კულტურის სამინისტრომ RMG-Gold-ს საყდრისისტერიტორიაზე სამუშაოების ჩატარების ნებართვა ოფიციალურად მისცა. ეს კი ძეგლის განადგურებისათვისმწვანე შუქის ანთებას ნიშნავდა. 17 მარტს ძეგლის ტერიტორიაზე შეღწია ჟურნალისტთა ჯგუფმა,რომელმაც ფარულად გადაიღო საყდრისი და დააფიქსირა, რომ ძეგლის ზედაპირზე არქეოლოგიურადმნიშვნელოვანი ფენები სერიოზულად იყო დაზიანებული.

სახელმწიფო უკვე აღარც მალავდა, რომ ღიად უჭერდა მხარს კომპანიის მუშაობას, და რომ საყდრისის დამცველები ძეგლის განადგურებას უნდა შეჰგუებოდნენ. მათ საყდრისის დამცველებს ასეთი „გამოსავალი“ შესთავაზეს. ძეგლის აღების სანაცვლოდ კომპანია ბოლნისში საყდრისის მუზეუმის ასაშენებლად სათანადო თანხის გამოყოფას კისრულობდა. სამაგიეროდ საყდრისის მცველები უნდა დათანხმებოდნენ ძეგლის განადგურებას. ქართულ-გერმანულ სამეცნიერო ექსპედიციას კი  ძეგლის შესასწავლად მხოლოდ სამი თვის ვადა მისცეს. ასეთი ფაქიზი და მნიშვნელოვანი ძეგლის სრულყოფილად შესწავლა მეცნიერთა თქმით, სამ თვეში უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა და ამგვარი „გარიგება“ საყდრისის დამცველებისთვისაც აბსოლუტურად მიუღებელი იყო. დაისვა მარტივი და ლოგიკური კითხვა: თუ საყდრისი იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ მას ძეგლის სტატუსი არ ეკუთვნოდა და მისი განადგურება დასაშვებად ჩათვალეს, მაშინ რისი მუზეუმი უნდა აშენებულიყო? ხოლო თუკი მუზეუმი შენდებოდა, ეს ნიშნავდა იმას, რომ საყდრისი იყო ძეგლი, და მისი დანგრევა დაუშვებლად უნდა მიჩნეულიყო.

სამწუხაროდ ცხადი გახდა, რომ სახელმწიფო, რომელსაც ამ შეურიგებელ დაპირისპირისპირებაში გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნოდა, არჩევანს მსოფლიოს უძველესი ოქროს მაღაროს, საყდრისის საწინააღმდეგოდ, კომპანია RMG-Gold-ის სასარგებლოდ აკეთებდა . . .

XXI საუკუნის ვანდალიზმი – საყდრისის აფეთქება, უკანასკნელი ბრძოლა მის დაგასარჩენად და ძეგლის განადგურება RMG-Gold-ის მიერ

2014 წლის 12 დეკემბერს საზოგადოებისაგან ფარულად, ძეგლის განადგურების გადაწყვეილება ოფიციალურად მიიღეს და 13 დეკებერს დილით, RMG-Gold-მა საყდრისი ააფეთქა. ძეგლთან ყველა მისასვლელი ძალოვანი სტრუქტურების კორდონებით საგანგებოდ გაამაგრეს და მსოფლიოს უძველესი ოქროს მაღაროს სწრაფი ნგრევა მძიმე საბურღი ტექნიკით, ბულდოზერებითა და ექსკავატორებით ღიად დაიწყეს. შედეგად მთლიანად განადგურდა ძეგლის ზედა ნაწილი თავისი უნიკალური აქრეოლოგიური ფენებითა და ტურისტებისათვის მიმზიდველი იერით. ამას ბუნებრივია საყდრისის დამცველთა მხრიდან მკვეთრი პროტესტის მყისიერი ტალღა მოჰყვა.  13 დეკემბრიდან მოყოლებული, 29 დეკემბრის ჩათვლით, არ შეწყვეტილა მიტინგები მთავრობის კანცელარიასთან, კულტურის, ეკონომიკის სამინისტროებთან და ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან. დემონსტრანტები ნგრევის შეჩერებას, დამნაშავეების დასჯას და ძეგლის მიწისქვეშა ნაწილში დარჩენილი გვირაბების გადარჩენას მოითხოვდნენ. ძეგლის აფეთქება დაგმო კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ, გააკრიტიკა უხუცესმა არქეოლოგმა ოთარ ჯაფარიძემ, თუმცა RMG-Gold-ის მიერ დაწყებულ ნგრევას ხელი ვერაფერმა შეუშალა.

RMG Gold-ის მიმდინარე სამუშაოები საყდრისში

საყდრისის დამცველთა აქციებს RMG-Gold-მა და მისმა ლობისტმა სახელმწიფომ „არემჯიში“ დასაქმებული კაზრეთელების კონტრაქციით უპასხეს. აქციის მონაწილეებმა მთავრობას „არ-ემ-ჯი-სთვის“ მუშაობის გაგრძელების უფლება მოსთხოვეს. ამ „მორალური არგუმენტით“ გამყარებულმა მთავრობის მეთაურმა საყდრისის ნგრევის აუცილებლობის „გარდუვალობაზე“ ისაუბრა, საყდრისს „სტერილური ბორცვი“ უწოდა და მისი დამცველები პოლიტიკურ ავანტიურისტობაში დაადანაშაულა.  სინამდვილეში საყდრისის დამცველთა მოძრაობა არ იყო პოლიტიკური შინაარსისა და მიზნების და არც რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ იმართებოდა. ეს იყო ნამდვილი, თვითორგანიზებული სამოქალაქო მოძრაობა, რომელიც სუფთა გულით, სუფთა ხელებითა და სუფთა ჯიბით მოქმედ, სრულიად განსხვავებული პროფესიების, ასაკის, სტატუსისა თუ შეხედულებების მქონე ადამიანებს მხოლოდ  ერთი მიზნით – საყდრისის გადარჩენის სურვილით აერთიანებდა . . .

29 დეკემბერს საახალწლო დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, დროებით შეწყვეტილი აქციები იანვარში უნდა განახლებულიყო, მაგრამ ზუსტად ახალი წლის წინა დღეს, 31 დეკემბერს RMG-Gold-მა ძეგლის დარჩენილი ნაწილიც ააფეთქა. ეს იყო საბოლოო და გამანადგურებელი დარტყმა მსოფლიოს უძველესი ოქროს მაღაროსთვის. შედეგად საყდრისი განადგურდა და ძეგლის გადარჩენისათვის ბრძოლამაც აზრი დაკარგა. ამის შემდეგ ერთ-ერთმა საყდრისის დამცველმა, განსაკუთრებულმა აქტივისტმა განაცხადა: „ვინც საყდრისი ააფეთქა, მან მე და ჩემი მეგობრებიც აგვაფეთქაო“.

დეკემბრის ვანდალური, ბარბაროსული აქტის  შემდეგ ძეგლის ტერიტორია კვლავაც ბლოკირებული იყო ძალოვანი სტრუქტურების მიერ, „არემჯი“ კი განაგრძობდა ნგრევას. ქართულ-გერმანულ სამეცნიერო ჯგუფს მხოლოდ 2015 წლის მარტში მიეცა ადგილზე ჩასვლის შესაძლებლობა. ბატონმა თომას შტოლნერმა და ქალბატონმა ირინე ღამბაშიძემ ოფიციალურად განაცხადეს, რომ საყდრისი მთლიანად განადგურებულია.

RMG Gold-ის მიმდინარე სამუშაოები საყდრისში

დღეს საყდრისის ადგილას არის უზარმაზარი ორმო, რომელიც ზომით ბევრად აღემატება ოდესღაც იმ ადგილას მყოფ უძველეს ძეგლს. ამ ადგილს სამართლიანად უწოდეს „ნასაყდრისალი“, რაც ძალიან ჰგავს საქართველოში თემურ ლენგის გამანადგურებელი ლაშქრობების შემდეგ გაჩენილ ტერმინებს „ნასახლარი“, „ნაქალაქარი“, „ნასოფლარი“, „ნასაყდრალი“ და ახლა უკვე „ნასაყდრისალიც“. . .

მართლაც XXI საუკუნეში  RMG-Gold-ს მხოლოდ თალიბები და აისისი თუ გაუწევენ ვანდალიზმში კონკურენციას, თუმცა ნგრევის სტაჟით და კვალიფიკაციით RMG-Gold-ი მათაც ბევრად უსწრებს წინ. კომპანია დღესაც დაუბრკოლებლად განაგრძობს კაზრეთის ტერიტორიაზე მოპოვებით სამუშაოებს. თხრას და ბურღვას ბოლო არ უჩანს. გარემოს დამცველი ორგანიზაციები კომპანიას ბუნების დაბინძურებაში და ადამიანის ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით სახიფათო ეკოლოგიური პრობლემების შექმნაში ადანაშაულებენ, უფლებადამცველები კი საუბრობენ კომპანიაში დასაქმებულებისადმი ექსპლუატაციურ მოპყრობაზე, შრომითი უფლებების საერთაშორისო სტანდარტებით მიღებული ნორმების უხეშ დარღვევაზე და მაგალითად მოჰყავთ ადამიანების მოწამვლისა და გარდაცვალების მრავალი ფაქტიც.

                საყდრისის განადგურების მიზეზები

1) საყდრისის მნგრეველის,RMG-Gold-ის მთავარი ინტერესი, ოქროს მოპოვებით მოკლევადიანი ეკონომიკური სარგებელისმიღება იყო. მას არ აინტერესებდა და არ არც ახლა აინტერესებს ძეგლი, ისტორია, კულტურადა არც ის გრძელვადიანი საყოველთაო პერსპექტივა, რაც უძველესი ოქროს მაღაროს შენარჩუნებისშემთხვევაში, ქვეყანას შეეძლო მიეღო. მომხვეჭელების და მნგრეველების პოზიცია ყოველთვისასეთი იყო, არის და იქნება ყველგან.

2) მთავარი პრობლემაკი ის არის, რომ ხელისუფლება, რომელსაც სახელმწიფოს მართვის სადავეები უჭირავს მფარველობდადა ემხრობოდა RMG-Gold-ს, ანუ მნგრეველებს. ასეთ დროს საზოგადოებას მხოლოდ ორი შანსირჩება: ან უნდა დაარწმუნოს ხელისუფლება და პოზიცია შეაცვლევინოს (რაც საყდრისის შემთხვევაშისამწუხაროდ შეუძლებელი აღმოჩნდა), ან მასობრივი გამოსვლებით იმდენად მძლავრი და საყოველთაომასშტაბის ზეწოლა უნდა განახორციელოს სახელმწიფოზე, რომ აიძულოს საკუთარი სურვილისწინააღმდეგ წავიდეს, დაუთმოს ხალხს და უკან დაიხიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოებაგამაჯვებას უბრალოდ ვერ მოიპოვებს.

3) საყდრისის დამცველთათავისთავად ძალიან საპატივცემულო სამოქალაქო მოძრაობას, განსხვავებით 1988-89 წლებისეროვნული მოძრაობისაგან, სამწუხაროდ არ ჰქონდა ის საყოველთაო მასშტაბი, რომელსაც შეეძლოეიძულებინა ხელისუფლება დათმობაზე წასულიყო. რაც შეეხება საყდრისის დამცველებს, მათმადლობის მეტი არაფერი ეთქმით, ვინაიდან  ძალ-ღონეარ დაიშურეს და თითქმის ორი წლის მანძილზე კონსტიტუციის ფარგლებში არსებული ყველა მეთოდისგამოყენებით ბოლომდე, თავდადებით, გმირულად იბრძოლეს  ძეგლის გადასარჩენად.

4) სამწუხაროდ საინფორმაციოომიც წაგებული იყო. მიუხედავად საყდრისის დამცველთა ძალისხმევისა, საზოგადოება არ იყოკარგად ინფორმირებული ძეგლის რეალური მნიშვნელობის შესახებ, რაც მოსახლეობის ფართომასების მოძრაობაში ჩართულობის შემაფერხებელი კიდევ ერთი არსებითი ფაქტორი იყო. ბევრმასულაც პოსტფაქტუმ გაიგო საყდრისის მნიშვნელობა და დანანებით აღნიშნა, რომ მანამდე არაფერიიცოდა ასეთი მნიშვნელოვანი ძეგლის საქართველოში არსებობის შესახებ.

5) ერთი მხრივ საქართველოსთვისგადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე, სარწმუნოებრივი და ეროვნული ღირებულებების წინააღმდეგმიმართული, ბოლო დროს ძალზე გახშირებული პროპაგანდა და მეორე მხრივ, ამავე ღირებულებებით,ასევე გახშირებული ყალბი სპეკულირებაც (ეს ორი, ერთი მონეტის ორი მხარეა), საზოგადოებაშიქმნის ნიჰილიზმს, აპათიას და დაქსაქსულობას; არ უწყობს ხელს ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საკითხების გდაწყვეტის დროს მოსახლეობისბუნებრივ გაერთიანებასა და მობილიზებას. ეს საყდრისის მოვლენების დროსაც გამოჩნდა.  შედარებისათვის გავიხსენოთ 1989 წლის 9 აპრილი,როდესაც მთელი საქართველოს მოსახლეობა ფეხზე იდგა და დამოუკიდებლობის იდეის დასაცავადცარიელი ხელებით უპირისპირდებოდა საბჭოთა ოკუპანტების ტანკებს.

6) საყდრისის დასაცავადერთიანი ძალით არ გამოვიდა ქვეყნის სტუდენტობა, ძალა, რომლის საპროტესტო აქციებში ჩართვაზეცამყარებდნენ მთავარ იმედს საყდრისის დამცველი სტუდენტური მოძრაობების ლიდერები. სტუდენტებისასეთი პასიურობა საყდრისის დაცვის დროს ბევრწილად იმ გახშირებული ანტიეროვნული და ანტისარწმუნოებრივიპროპაგანდის „დამსახურებადაც“ შეიძლება ჩავთვალოთ.  შედარებისათვის აქაც გავიხსენოთ ეროვნული მოძრაობისდროს როგორი თავდადებით იცავდა მთელი საქართველოს სტუდენტობა ეროვნულ ძეგლებს.

7) საქართველოსუახლეს ისტორიაში ქვეყანამ მრავალი ბრძოლა გადაიტანა და არაერთხელ დიდი იმედგაცრუებაცგანიცადა. ეს საერთო განწყობა ქმნის აპათიას და ყოფით საზრუნავში ჩაძირულ ადამიანებსბრძოლის მოტივაციას უკარგავს. „აღარ მინდა კიდევ ერთი იმედგაცრუება, სხვამ იბრძოლოს,მე ჩემს საქმეს მივხედავ“. ალბათ ასე ფიქრობს მრავალი ადამიანი. შესაძლოა ასე ფიქრობდნენსაყდრისის საკითხზეც. საყდრისის დამცველთა ის მცირე რაოდენობა რომელიც იბრძოდა, ცხადიავერ გააჩერებდა სახელმწიფოს მხრიდან ამოდენა ლობისა და მხარდაჭერის მქონე RMG-Gold-ს.

მაგრამ არის კდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელიც ყველა ზემოთჩამოთვლილს ერთგვარად აერთიანებს და რომელიც შეიძლება იყოს სწორედ მთავარი განმაპირობებელი იმ ტრაგედიისა, რაც საქართველოში, საყდრისში მოხდა.

რუსეთის ფაქტორი

საქართველოში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მრავალი ხელისიფლება შეიცვალა, მაგრამ არც ერთი ხელისუფლების დროს არ მომხდარა საბჭოთა და რუსული აგენტურის ლუსტრაციის კანონის მიღება. რუსული აგენტურა ყველა სფეროში ჩაბუდებულია საქართველოში და ქვეყნის რეალურ გათავისუფლებას და განვითარებას ყველანაირად ხელს უშლის. რაც შეეხება რუსეთის პოლიტიკას, ის ყოველთვის იყო, არის და სამწუხაროდ იქნება დამპყრობლური საქართველოს მიმართ. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%. მაგრამ აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ რუსეთი სამხედრო, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებასთან ერთად, კულტურულ და მეცნიერულ სივრცეშიც აქტიურად აწარმოებს მუდმივ პროპაგანდისტულ ომს საქართველოს წინააღმდეგ. მაგალითისათვის ისტორიის მიზანმიმართულად გაყალბების გზით, შიდა ქართლისათვის ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ დარქმევა, აფხაზეთში ქართული ძეგლების „ბიზანტიურად“ გამოცხადება, ტაო-კლარჯეთის ქართული ტაძრების რუსულ ენციკლოპედიებში „სომხურ ძეგლებად“ მოხსენიება და მრავალი სხვ.

ბანერი საყდრისში

ეს ყოველივე რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკური მიზნების „მეცნიერულ“ გამართლებას და დაკანონებას ემსახურება. რაც უფრო უისტორიო, უსახური, უწარსულო, უფერული, ჩამორჩენილი, უმნიშვნელო და მაჩანჩალა ქვეყანა იქნება საქართველო, მით უფრო გაუადვილდება დამპყრობელს თავისი ვერაგი მიზნების მიღწევა. ამ ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ხერხი ქართული კულტურის ისტორიული კვალის წაშლაა. ამ მხრივ  ბუნებრივია საყდრისი გამონაკლისი ვერ იქნებოდა, მაგრამ მოდით კიდევ ერთხელ უფრო კონკრეტულად და დაკვირვებით გავაანალიზოთ საყდრისის ისტორია.

საყდრისის დამანგრეველი RMG-Gold-ი, ეს არის კომპანია, რომლის დამფუძნებელიც არის ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის მოქალაქე დიმიტრი ტროიცკი, გენერალური დირექტორი კი ასევე რუსეთის მოქალაქე სერგეი ეგანოვი. დიმიტრი ტროიცკისთან ერთად „არემჯის“ წილი საქართველოში ეკუთვნის აგრეთვე რუსეთის მოქალაქეს დიმიტრი კორჟევს. საქართველოში მოქმედი RMG-Gold-ი კი არის მსხვილი რუსული კომპანიის „კაპიტალ გრუპის“ ადგილობრივი ფილიალი.

დღევანდელი რუსეთის პირობებში შეუძლებელია, რომ რომელიმე რუსული კომპანია არ იყოს დაკავშირებული კრემლთან, მჭიდროდ არ თანამშრომლობდეს რუსულ სპეც-სამსახურებთან და რუსული სახელმწიფოს იმპერიულ პილიტიკურ მიზნებს არ ემსახურებოდეს. შესაბამისად ცხადია რუსეთი, რომელსაც არ აწყობდა საქართველოში ამოდენა საკაცობრიო მნიშვნელობის ძეგლის არსებობა, საყდრისს დიდი სიამოვნებით გაანადგურებდა თავისი კომპანიის მეშვეობით, მით უმეტეს, ამაში მას ღიად და აშკარად ბრალს ხომ ვერავინ დასდებს. ძეგლის განადგურებასთან ერთად მატერიალური მოგებაც ნახა და კიდევ ერთხელ გაძარცვა საქართველო საკუთარი კულტურული და ისტორიული განძისგან ისე, რომ ხელებიც „სუფთა“ აქვს.

მაგრამ ეს კიდევ არ არის ყველაფერი. სამწუხაროდ, სანამ საქართველოში საზოგადოების საყდრისის დამცველი ნაწილი იძულებული იყო, მთელი თავისი ენერგია საყდრისის გადარჩენისთვის ბრძოლისკენ მიემართა, რუსეთში ოქროს საწმისის და არგონავტების მითის რუსეთის სასრგებლოდ გაპიარება დაიწყო.  ჯერ კიდევ 2011 წელს (RMG-Gold-ის საქართველოში გააქტიურებამდე)  რუსეთში,  ბეჭდვითი და მასობრივი კომუნიკაციების ფედერალური სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, გადაიღეს ორმოცდაოთხწუთიანი პროპაგანდისტული ფილმი, რომლის ძირითადი აზრი ასეთია: ძველი კოლხეთი არ იყო მხოლოდ დღევანდელი საქართველო, ის მოიცავდა აფხაზეთსაც (იგულისხმება ოკუპირებილი აფხაზეთი, რომელიც ფილმში ცხადია ცალკე სახელმწიფოდ განიხილება) და სოჭის მხარესაც (ანუ დღევანდელი რუსეთის ფედერაციას); რომ არგონავტები მიცურდნენ არა ფოთთან (საქართველო), არამედ სოჭთან (ე.ი. დღევანდელ რუსეთთან) და რომ ოქროს საწმისიც სოჭში იყო (ანუ დღევანდელ რუსეთში) და არავითარ შემთხვევაში საქართველოში. (რათქმა უნდა ფილმში იმას არავინ ახსენებს, რომ ისტორიულად სოჭიც საქართველოს, კერძოდ კი აფხაზეთის განუყოფელი ნაწილი იყო). არგონავტების ლაშქრობის ადგილი ფილმის მიხედვით, სოჭთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაც ყოფილა, მაგრამ, რათქმაუნდა არავითარ შემთხვევაში დღევანდელი საქართველოსი.

პოლიცია არ უშვებს ხალხს საყდრისის გადასარჩენად

ამის „დასადასტურებლად“ ფილმში მოჰყავთ ძალიან საინტერესო და საყდრისის გულშემატკივრებისათვის ფრიად საყურადღებო „არგუმენტი“, კერძოდ, ერთ-ერთი მეცნიერი საუბრობს იმის შესახებ, რომ სოჭის მხარე მდიდარიაოქროს მაღაროებით და რომ საქართველოში ნაპოვნი ოქროს ნაკეთობები (სამკაულები და სხვ.)ვერ  გამოდგება იმის დასადასტუებლად, რომ ოქროსსაწმისის ქვეყანა საქართველოა, ვინაიდან, მისი თქმით საქართველოში არ არსებობს ოქროსმომპოვებელი მაღარო. ფილმი გაუშვა ტელეარხმა „რასიამ“. ეს ის პერიოდია როდესაც რუსეთისოჭის ოლიმპიადისთვის მზადებას იწყებს და მსოფლიოს წინაშე „ოქროს საწმისის ქვეყნის“სახელით წარდგომას გეგმავს. პარალელურად საყდრისის კვლევა გრძელდება და მსოფლიოს უძველესიოქროს მაღაროს საქართველოში არსებობა ცნობილი ხდება. 2012 წელს ტარდება ქართულ-გერმანულიექსპედიციის მოხსენება „ოქრო საქართველოში“ და საყდრისის თემა თანდათან უფრო და უფროაქტუალური ხდება.

2013 წელს 2DF- ის გერმანულ არხზე  აჩვენებენ ფილმს „Die Spur des Goldes in Georgien” („ოქროს კვალი საქართველოში”), სადაც საყდრისის აღმოჩენასვრცელი სამეცნიერო გადაცემა ეძღვნება. ფილმში ხაზგასმულია, რომ საქართველო ოქროს საწმისისქვეყანაა. ეს ცხადია თავდაყირა აყენებს რუსეთის, როგორც „ოქროს საწმისის ქვეყნის“ შორსმიმავალ მიზნებს და საქართველოში იწყება კიდეც დაძაბული და შეურიგებელი ბრძოლა საყდრისისათვისდა საყდრისის წინააღმდეგ.

2014 წლის 07-23 თებერვალს სოჭში ჩატარებული ზამთრის ოლიმპიადის შემდეგ, რუსეთის არხებმა, მეცნიერებმა და ხელოვანებმა  (ცხადია კრემლის აქტიური ხელშეწყობით), რუსეთის, როგორც “ოქროს საქმისის ქვეყნის“ საერთაშორისო დონეზე წარმოჩენა მიზანმიმართულად დაიწყეს. ეს პროპაგანდა უკვე პერმანენტულ ხსიათს ატარებს. არგონავტებისა და ოქროს საწმისის თემაზე არ წყდება სხვადასხვა სპექტაკლების დადგმა და წარმოდგენების გამართვა. ყველგან მთავარი გზავნილი არის ის, რომ სოჭი (ანუ დღევანდელი რუსეთის ფედერაცია) არის ოქროს საწმისის ქვეყანა, სადაც არგონავტები მივიდნენ.  სოჭი სულაც ოქროს საწმისის სამშობლოდ გამოაცხადეს და ქალაქში მისი ძეგლიც კი დადგეს.   

2015 წლის თებერვალში, ზუსტად, მაშინ როდესაც საბოლოოდ ცობილი გახდა საყდრისის მთლიანად განადგურების სამწუხარო ვანდალური ფაქტი, ზემოთ ნახსენები რუსული პროპაგანდისტული ფილმი youtube-ის არხზე აიტვირთა და ხელახლა დაიწყო მისი ტრიალი. ეს ფილმი სხვადსხვა სახელწოდებით დევს ინტერნეტში “Где находился родина Золотого руна” (“სად იყო ოქროს საწმისის სამშობლო“); „Миф о Ясоне и Золотом Руне. Новые Подробности. расследование Учёных” (იასონისა და ოქროს საწმისის მითი. ახალი დეტალები. მეცნიერთა გამოძიება). იტვირთება სხვადასხვა ვიდეორგოლები, სადაც მუდმივად იმეორებენ ერთსა და იგივეს, რომ სოჭი ეს არის ოქროს საწმისის სამშობლო. ვიდეორგოლებში აჩვენებენ სოჭის მიდამოებში აღმოჩენილ ოქროს ნაკეთობებს, სამკაულებს და სხვ. ეს კი ცხადყობს რომ რუსეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ისტორიის მორიგი გაყალბების გზით ამჯერად უკვე ოქროს საწმისის მითის თავისი იმპერიული მიზნებისთვის გამოყენება, რაშიც მას ცხადია ძალიან უშლიდა ხელს გადაგვარებული ქართველებისვე ხელით და კრემლის გასახარად აფეთქებული საყდრისის უძველესი ოქროს მაღარო.

დასკვნის სახით                                        

სახარებაში ნათქვამია: „არა არს დაფარული რომელი იგი არა გაცხადდეს“. ასეა ამ შემთხვევაშიც. საყდრისის უძველესი მაღაროს ვანდალური აფეთქებით არ შეცვლილა მსოფლიო მეცნიერების აზრი საყდრისის შესახებ. უახლესი სამეცნიერო ტექნოლოგიებითა და მეთოდებით ჩატარებულმა შემდგომმა ლაბორატორიულმა კვლევებმა, კიდევ ერთხელ და საბოლოოდ დაადასტურეს ის,  რომ საყდრისი მართლაც იყო მსოფლიოს უძველესი ოქროს მაღარო.  საყდრისის სახელი ვერ წაიშლება ისტორიიდან, მაგრამ მისი დაკარგვით საქართველოს წაართვეს ძალიან კარგი შანსი იმისა, რომ სამართლიანად წარმდგარიყო კაცობრიობის წინაშე თავისი ისტორიული სტატუსით – ოქროს საწმისის ქვეყნის სახელით.

განადგურებული საყდრისის საქმე კი ასე გადაწყდა. მსოფლიო მეცნიერების პრინციპულმა პოზიციამ შედეგი გამოიღო და საქმე იქამდე მივიდა, რომ ბოლნისში შენდება საყდრისის მუზეუმი, სადაც განთავსდება მუდმივი ექსპოზიცია საყდრისში ნაპოვნი 10 000-ზე მეტი ქვის იარაღით. მუზეუმში საყდრისის ისტორია  წარმოდგენილი იქნება იმ ვერსიით, რომლითაც აღიარებს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება. შენდება აფეთქებული ძეგლის ასლი. ანუ ნამდვილი საყდრისის გარეშე, ხელოვნურ „საყდრისში“ კეთდება ის, რაც ნორმალურ ვითარებაში ისედაც საყდრისშივე უნდა მოწყბილიყო მისი შენარჩუნების შემთხვევაში.

ახალგაზრდები საყდრისის დასაცავად

ყველაზე დიდი აბსურდი და ცინოზმი კი ის არის, რომ საყდრისის მუზეუმის მშენებლობას, არც მეტი და არც ნაკლები, ძეგლის გამანადგურებელი კომპანია „არ-ამ-ჯი გოლდი“ 7 000 000 დოლარით აფინანსებს. ეს ერთი მხრივ ნიშნავს მნგრეველთა სრულ იდეურ მარცხს, მაგრამ მეორე მხრივ, დიდი პროტესტის სამართლიან გრძნობასაც იწვევს, განსაკუთრებით საყდრისის ერთგულ დამცველებში. ძველი კითხვა ისევ ისმება: საყდრისი თუ ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლი იყო, რომ მისი მუზეუმი უნდა აშენებულიყო, მაშინ რისთვის დაანგრიეთ, რისთვის აფინანსებდით თერთმეტკაციან კომისიას, რომელმაც გამოაცხადა, რომ საყდრისში უძველესი მაღაროს არსებობა „არ დასტურდება“ ???   ხოლო თუკი არაფერი არ იყო (როგორც ამბობდით) და მისი, ასე ბარბაროსულად განადგურება შეიძლებოდა, მაშინ რის მუზეუმს აშენებთ ??? ცხადია, ამ სამართლიან და მარტივ კითხვას ლოგიკური პასუხი არა აქვს.

მუზეუმი რა თქმა უნდა, მაინც უნდა აშენდეს, რადგან საქართველოში აღმოჩენილი საერთაშორისო მნიშვნელობის ძეგლი – საყდრისი ეკუთვნოდა და ეკუთვნის მთელს კაცობრიობას და ქართული სახელმწიფო პირდაპირ ვალდებულია, რომ ახლა მაინც, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი გაუმართლებელი დანაშაული ნაწილობრივ მაინც „გამოასწოროს“ საყდრისის ნამდვილი მნიშვნელობის სრული და უპირობო აღიარებით და მუზეუმის მშენებლობით. თუმცა ეს ვერც მორალურად და ვერც იურიდიულად ვერ გაათავისუფლებს პასუხისმგებლობიდან ვერც ერთ იმ დამნაშავეს, რომელმაც ამ XXI საუკუნის სამარცხვინო ვანდალიზმში მონაწილეობა მიიღო.

 არ-ემ-ჯი-ს მიერ ამ მუზეუმის აშენება კი დაახლოებით იმას ჰგავს, რომ ვიღაცამ კაცი ჯერ მოკლას და შემდეგ ძეგლი დაუდგას და ყვავილები მიართვას მის მიერვე მოკლულს. ეს უკვე ფსიქიატრიულ სივრცეში განსახილველი საკითხია და ჩვენს კომპეტენციას ყველანაირად სცდება, თუმცა აქვე ვიტყვით, რომ ასეთი უზნეო მაგალითები ჩვენს ისტორიაში სამწუხაროდ მანამდეც გვხვდება. ილია ჭავჭავაძის, კათოლიკოს პატრიარქის კირიონ მეორის და პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ჯერ გაწირვით, მიტოვებითა და მოკვლით და შემდეგ მათი განდიდებით და საყოველთაოდ აღიარებით.

როგორც ჩანს, ძველილეგენდა ოქროს საწმისის შესახებ კვლავაც ჩვენი ცოცხალი სინამდვილეა, რადგან დღეს, უკვეXXI საუკუნეშიც, საქართველოსა და მის შიდა თუ გარე მტრებს შორის „ოქროს საწმისისათვისბრძოლა“ გრძელდება. ამ ბრძოლას შეეწირა საყდრისი. მაგრამ მაინც ვიყოთ ოპტიმისტები დაიმედი ვიქონიოთ, რომ ამჯერად მაინც, ოქროს საწმისი ჩვენთან დარჩება და ეს დრამატულიბრძოლა კეთილად, საქართველოს საბოლოო გამარჯვებით დასრულდება. თუმცა გვახსოვდეს ისიც, რომ გამარჯვების მოპოვება, მაშინაც კი,თუკი ღმერთი ჩვენსკენ არის, თავისით არ ხდება და ის ყოველი ჩვენგანის ღირსეულ ქმედებაზეცარის დამოკიდებული.


სურათები: გოგიტა ბუხაიძე

ზურა ლეჟავა

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button