ავტოსპორტიფორმულა 1

აშშ-ის გრან პრის კვალიფიკაცია ბოტასმა მოიგო

ოსტინის ავტოდრომზე-Circuit of the Americas ფორმულა 1-ში აშშ-ის გრან პრის კვალიფიკაცია ჩატარდა.

მჭიდრო პაექრობამ ყველა სპეციალისტი განაცვიფრა. მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მე-19 ეტაპის სასტარტო ბილიკზე ავტომრბოლელები შემდეგნაირად განლაგდნენ.

Mercedes-მა შაბათობით Ferrari-ს დომინირების შეწყვეტა მოახერხა და პირველად, გერმანიის გრან პრის შემდეგ პოულ პოზიცია მოიპოვა, თანაც სეზონში მეხუთე პოული ვალტერი ბოტასის ანგარიშზეა, რომელმაც ამ მაჩვენებლით ლიუის ჰემილტონი ჩამოიტოვა-ბრიტანელს წელს ოთხი კვალიფიკაცია აქვს მოგებული. ფინელს, მინიმალური სხვაობით, სებასტიან ფეტელი ჩამორჩა.

მეორე რიგს ერთმანეთში, Red Bull-ის ლიდერი, მაქს ფერსტაპენი და Ferrari-ს მონეგასკი პილოტი, შარლ ლეკლერი ინაწილებენ.

Racing Point-ის პილოტი, სერხიო პერესი მე-19 იყო, მაგრამ სტარტზე პით-ლეინიდან, მეორე ვარჯიშის დროს აწონვის პროცედურის დარღვევის გამო, გავა.

აშშ-ის გრან პრის კვალიფიკაციის საბოლოო შედეგი:

1.ვალტერი ბოტასი (ფინეთი, Mercedes)-1.32.029

2.სებასტიან ფეტელი (გერმანია, Ferrari)-+0.012

3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, Red Bull-Honda)-+0.067

4.შარლ ლეკლერი (მონაკო, Ferrari)-+0.108

5.ლიუის ჰემილტონი (დიდი ბრიტანეთი, Mercedes)-+0.292

6.ალექს ელბონი (ტაილანდი, Red Bull-Honda)-+0.519

7.კარლოს საინსი (ესპანეთი, McLaren-Renault)-+0.818

8.ლანდო ნორისი (დიდი ბრიტანეთი, McLaren-Renault)-+1.146

9.დენიელ რიკიარდო (ავსტრალია, Renault)-+1.459

10.პიერ გასლი (საფრანგეთი, Toro Rosso-Honda)-+1.572

11.ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, Renault)-+1.786

12.კევინ მაგნუსენი (დანია, Haas-Ferrari)-+1.950

13.დანიილ კვიატი (რუსეთი, Toro Rosso-Honda)-+1.960

14.ლენს სთროლი (კანადა, Racing Point-Mercedes)-+2.071

15.რომენ გროჟანი (საფრანგეთი, Haas-Ferrari)-+2.129

16.ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, Alfa Romeo-Ferrari)-+2.197

17.კიმი რაიკონენი (ფინეთი, Alfa Romeo-Ferrari)-+2.340

18.ჯორჯ რასელი (დიდი ბრიტანეთი, Williams-Mercedes)-+3.343

19.რობერტ კუბიცა (პოლონეთი, Williams-Mercedes)-+3.779

20.სერხიო პერესი (მექსიკა, Racing Point-Mercedes)-+3.860

აშშ-ის გრან პრი სტარტს თბილისის დროით 23.10 იღებს.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button