სპორტი

როსი: ,,დოვიციოზე უტიტულო ჩემპიონია“

ანდრეას 58 ქულა აქვს ჩემპიონატში, მეორე ადგილზეა და მხოლოდ მარკ მარკესს ჩამორჩება. მან ორჯერ დაასრულა ჩემპიონატი მეორე ადგილზე, მაგრამ ვალენტინო როსის სიტყვებით, დოვიციოზო თამამად შეიძლება ჩემპიონებს შეადარო.

„ჩემთვის ის ჩემპიონია.  ის, ვინც MotoGP-ში უკვე ათ რბოლაზე მეტი მოიგო, უკვე მათ დონეზე არის. კარიერაში მას მხოლოდ ჩემპიონის ტიტული აკლია. ის უკვე დიდი ხანია რბოლებს იგებს და მარკესს ჩემპიონატში გამარჯვებისთვის ებრძვის, ხანდახან ბოლომდე. თუმცა ვინაიდან უფროსი ვარ, მას, ტიტულის მოსაპოვებლად, ჯერ კიდევ დრო აქვს“.

ავსტრიაში დოვიციოზომ მარკესს ბოლო წრის ბოლო მოსახვევთან გვერდი აუარა. 2008 წლიდან ანდრეამ 14 გრან პრი მოიგო, 2016 წელს კი ჩემპიონობა ბოლო ეტაპზე დათმო.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ
Close
Back to top button