სპორტიფორმულა 1

მიხაელ შუმახერი F1-ს ტელევიზორიდან ადევნებს თვალს

ლეგენდარული გერმანელი პილოტის, მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. როგორც მისმა მეგობარმა, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის (FIA) პრეზიდენტმა, ჟან ტოდტმა აღნიშნა, შუმახერი, ამჯერად, ტელევიზორიდან აგრძელებს F1-ის ყურებას.

“მე ყოველთვის ვერიდები ასეთ განცხადებებს, თუმცა ეს სიმართლეა. მე და მიხაელ შუმახერმა ერთად ვუყურეთ რბოლას შვეიცარიაში, მის სახლში.

მიხაელი საუკეთესო ექიმების ხელშია და კარგადაც გამოიყურება. იგი არ ნებდება და აგრძელებს ბრძოლას.” – განუცხადა ტოდტმა რადიო მონტეკარლოს.

ტოდტის თქმით შუმახერს ჰქონდა მცდელობა კონტაქტში შესულიყო მასთან, რამაც ძალიან დაანაღვლიანა FIA-ს პრეზიდენტი.

მან თქვა: “რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობრობა ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც ოდესღაც იყო, თუმცა, რაც მთავარია, მიხაელი და მისი მთელი ოჯახი აგრძელებენ ბრძოლას.”

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს F1-ის შვიდგზის ჩემპიონმა სრიალის დროს თავის ტვინის უმძიმესი ტრავმა მიიღო და დღემდე იბრძვის გამოსაჯანმრთელებლად. მისი და ოჯახის ინტერესებიდან გადმომდინარე, ინფორმაცია შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ძალიან იშვიათად ვრცელდება.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button