ავტოსპორტი

Aston Martin-მა საკუთარ ისტორიაში პირველი მოტოციკლი გამოუშვა

კომპანიამ-Aston Martin საავტოდრომო სუპერბაიკი-AMB 001, 180 ცხენისძალიანი ძრავით აღჭურვილი, მოტოციკლი წარადგინა.

AMB 001 ბრიტანული ფირმის ისტორიაში პირველი მოტოციკლი არის. აპარატის პრემიერა მილანის საერთაშორისო მოტოსალონის ფარგლებში შედგა.

Aston Martin AMB 001-მა, ავტოდრომზე მოძრაობისთვის განკუთვნილმა მოტოციკლმა, კარბონის, ტიტანიუმის და ალუმინის მჩატე კონსტრუქცია მიიღო, რისი წყალობითაც მისმა წონამ 180 კგ შეადგინა. მოტოციკლის „სავარძლები“ ხელნაკეთი ტყავით არის გადაკრული და შემოკერილი.

სუპერბაიკზე სარბოლო სამუხრუჭე მექანიზმი გამოიყენეს, აგრეთვე, სპეციალური წინა „ჩანგალი“, განცალკევებული ბერკეტებით, ამორტიზაციისა და მართვისთვის, რაც სტაბილურობის შენარჩუნების საშუალებას იძლევა, სხვადასხვა შენელების დროს. Aston Martin AMB 001 დაკომპლექტებულია VG-ის მსგავსი ფორმის, ტურბოჩამბერიანი, 997 კუბ.სმ მოცულობის, 180 ცხენისძალიანი ძრავით.

ამგვარი მოტოციკლის მხოლოდ 100 ეგზემპლარს გამოუშვებენ და ფრანგული ქალაქის, ტულუზის საწარმოში-Brough Superior ააწყობენ. ბაიკი 108 000 ევრო ეღირება.

დეკემბერში კომპანია-Aston Martin თავის პირველ სერიულ კროსოვერს-DBX წარადგენს. ავტომობილი ბრიტანული ფირმის ისტორიაში უმძლავრესი V8 ძრავით აღიჭურვება. კროსოვერს ოთხლიტრიანი, „რვიანით“ და ორმაგი ჩამბერით დააკომპლექტებენ, რომელიც ახალი თაობის სუპერქარებში-DB11 და Vantage-გამოიყენება. ამასთან, კროსოვერის-DBX აგრეგატის გამწევი ძალა 510-დან 550 ცხენისძალამდე, ბრუნთა მომენტი კი 675-დან 700 ნიუტონ-მეტრამდე გაიზრდება.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button