ავტოსპორტიფორმულა 1

მხიარული თავის ქალა და ყვავილები – ნორისმა მექსიკის ეტაპისთვის ჩაფხუტი წარადგინა

McLaren-ის ბრიტანელმა ავტომრბოლელმა, ლანდო ნორისმა ჩაფხუტის ფოტო გამოაქვეყნა, რომლითაც ამ უქმეებს გაატარებს.

მექსიკის გრან პრი, ტრადიციულად, ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დღესასწაულის-Halloween დროს მიმდინარეობს. თემის სახით, ლანდო ნორისმა სწორედ ის აირჩია საკუთარი ჩაფხუტის გასაფორმებლად. McLaren-ის ავტომრბოლელმა, ტრადიციული ლივრეა ადგილობრივი ორნამენტებით შეავსო, უკანა ნაწილში კი, დიდი, მომღიმარი თავის ქალის გამოსახულება განათავსა.

პერესმა საშინაო გრან პრისთვის ჩაფხუტის შეფერილობა წარადგინა

„ძმები როდრიგესების“ ტრასაზე, უქმეების წინ, სერხიო პერესმა საკუთარი ჩაფხუტის ახალი ფერები წარადგინა.

მეხიკოში რბოლისთვის, პერესმა, შეფერილობაში ეროვნული ორნამენტები დაამატა და ჩაფხუტის თეთრ მონაკვეთებზე თითქმის უარი თქვა: ფერთა გამაში მწვანე, შავი და ქიმიური ყვითელი დაამატა. დამცავი შუშის თავზე, ქვეყნის დროშის ფერებში, წარწერა-Mexico გაჩნდა.

ფორმულა 1-ის პილოტებს, სეზონის მიმდინარეობისას, ჩაფხუტის ტრადიციული შეფერილობიდან ერთხელ „გადახვევის“ უფლება აქვთ, თუმცა ზოგიერთები-მაგალითად, მაქს ფერსტაპენი-ამ ტრადიციას არღვევენ.

სერხიო პერესის ტრადიციული ჩაფხუტი

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ
Close
Back to top button