ავტოსპორტი

2020 წლის „დაკარზე“ პეტერანსელი და საინსი MINI-ს განახლებული ბაგით იასპარეზებენ

2020 წლის „დაკარზე“, გუნდი-X-Raid, MINI John Cooper Works-ის განახლებულ ორ ბაგის გამოიყვანს. ახალი ავტომობილის საჭესთან იქნებიან, სახელგანთქმული რალი-მარათონის 13-გზის გამარჯვებული, ფრანგი სტეფან პეტერანსელი და ორგზის ტრიუმფატორი, ესპანელი კარლოს საინსი.

MINI JCW-ის გარედან შესამჩნევ ერთ-ერთ მოდიფიკაციას, შემოკლებული წინა ნაწილი წარმოადგენს, რომელმაც დიუნების გადალახვა უნდა გააადვილოს.

„სტეფანი და კარლოსი ძალიან გამოცდილი ავტომრბოლელები არიან, რომლებმაც, ამასთან, შესანიშნავად იციან MINI-ს მანქანა. მათთან ერთად, გამოწვევისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ, რომელიც იანვარში გველოდება“,-X-Raid-ის ხელმძღვანელმა, სვენ კვანდტმა კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ „დაკარი-2020“, საუდის არაბეთში, 5-17 იანვარს გაიმართება.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button