სპორტი

ნუთუ ფერნანდო ალონსოს „დაკარზე“ ვიხილავთ?

ფორმულა 1-ის ყოფილი ვარსკვლავი და „ლე მანის“ გამარჯვებული რალის Toyota Hilux-ს ცდის.

შეგეძლოთ გეფიქრათ, რომ ფერნანდო ალონსო უკვე „დანაყრდა“ ავტოსპორტით. მან ფორმულა 1-ის ორი ჩემპიონატი, ლე მანის ორი 24 საათიანი რბოლა მოიგო და IndyCar-ში ასპარეზობაც მოასწრო. ახლა საკუთარ სახლში, სავარძელში მოკალათებული ჩიპსებს რომ მიირთმევდეს, ვერავინ უსაყვედურებს მას.

თუმცა ეს ფერნანდოს სტილი არ არის. სინამდვილეში ის ვითარდება ავტოსპორტში, თანაც ამჯერად უფრო მეტად ხისტ დისციპლინაში, ვიდრე აქამდე სინჯავდა. Toyota-სთვის „ლე მანის“ ორჯერ მოგების შემდეგ, ახლა ის რალი-რეიდის Hilux-ის ტესტირებას გადის და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არავის დაუდასტურებია „დაკარი-2020“-ში მისი მონაწილეობა, ალბათ, ასე მოხდება.

 „მომდევნო ხუთი თვის მანძილზე, ალონსო Toyota Gazoo Racing-სა და დაკარის გუნდთან მჭიდროდ ითანამშრომლებს“, – განაცხადეს Toyota-ში. – ის სწავლების ინტენსიურ პროგრამას გაივლის მთელ ევროპაში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, რომ რალი-რეიდების ყველა ნიუანსი და სირთულე გაიცნოს“.

რა თქმა უნდა, უბრალოდ არავინ გადის წვრთნის ინტენსიურ პროგრამას. „ყოველთვის ვამბობდი, რომ სხვადასხვა დისციპლინაში ახალი ამოცანების ამოხსნა მსურს და შესანიშნავ გუნდში ვარ, ეს რომ გავაკეთო“, – ამბობს ალონსო.

ამგვარად, მას შემდეგ, რაც ალონსომ, მარტში რალის Hilux-ით გაისეირნა, ამჟამად ის კლავ ავტომობილის ტესტირებას გადის აფრიკის უდაბნოში, სექტემბერში კი South African Cross Country Series-ში იასპარეზებს.

ვიხილავთ მას „დაკარზე“, რომელიც, მგონი, 2020 წელს, საუდის არაბეთში უნდა გაიმართოს? ალბათ ვიხილავთ. გამარჯვების მოპოვების პრეტენდენტი იქნება თუ არა, რბოლა გვიჩვენებს.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button