სპორტიფორმულა 1

ფეტელი: ,,შეუძლებელია, ერთხელ „სპა“ დაინახო და არ შეგიყვარდეს“

ტრადიციულად, ბელგიის გრან პრი პირველი რბოლაა საზაფხულო შესვენების შემდეგ და „სპა-ფრანკორშამის“ კლასიკურ ტრასაზე, უკვე 51-დ გაიმართება. ფორმულა 1-ის ისტორიაში სულ 63 რბოლა იყო და Ferrari-მ 17 მოიგო, მათ შორის შარშანაც. ითვლება, რომ ეს ტრასა არაჩვეულებრივად უხდება მანქანას, რომელიც მარანელოში შექმნეს.

,,სპა“, პოდიუმი 2018

შარლ ლეკლერი: ,,სპა“ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და ულამაზესი ტრასაა ფორმულა 1-ის კალენდარში. ამიტომაც არის სასიამოვნო საზაფხულო შესვენების შემდეგ, საჭესთან დაბრუნება. სიჩქარე, რომლითაც ფორმულა 1-ის თანამედროვე ავტომობილებს მოსახვევების გავლა შეუძლია, შთამბეჭდავია და სხვაგან ისე არ იგრძნობა ეს, როგორც „სპაზე“.

უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში მაქვს Eau Rouge-მოსახვევების ბმული მონაკვეთზე, სადაც ტრასა აღმართზე ადის. როცა მას პირველად ხედავ, გრძნობ, რამდენად ვიწრო და რთული აღმართია. მშრალ ასფალტზე იქ მთელი სიჩქარით ვმოძრაობთ, თუმცა გადატვირთვის და სხვა მომენტის გამო, ფიზიკურად ეს საკმაოდ მძიმეა, განსაკუთრებით პირველ წრეებზე.

თუმცა ყოველ წრეზე კისერი დატვირთვებს ეჩვევა, ტვინი, რომელიც მთელ ამ ინფორმაციას იღებს, ადაპტაციას განიცდის და Eau Rouge ისეთივე მოსახვევი ხდება, როგორც დანარჩენი სხვა. ჩვენ ვცდილობთ ის მაქსიმალური სიჩქარით გავიაროთ, რაც წრეზე კარგი დროის ჩვენებას უზრუნველყოფს, მაგრამ მაინც, თავისებურად, ეს ტრასის უნიკალური სექციაა.

 „სპაზე“ სხვა მთავარი წერტილებიც არის, ამიტომ კვალიფიკაციაში საუკეთესო შედეგის მისაღწევად, ძალზე მნიშვნელოვანია წრის სამივე სექტორის სწორად დაძლევა. გარდა ამისა, ის ძალიან გრძელია და თუ ერთ-ერთი ცდის შეწყვეტა გიწევს, ეს სესიის ამ ნაწილში შენ გრაფიკს დაანგრევს“.

სებასტიან ფეტელი: ,,სპა“ ლეგენდარული ტრასაა, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი. ის განუმეორებელია-ყველა თავისი აღმართ-დაღმართით და მთლიანობაში, ტყის შუაში არის მოქცეული. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ის იცვლებოდა, მაგრამ მანქანებიც სხვა იყო, რომლითაც ფორმულა 1-ის პილოტები ასპარეზობდნენ.

მახსოვს, აქ ფორმულა 1-ში პირველად როგორ გამოვედი და იმ პერიოდისგან განსხვავებით, მოსახვევების გავლა გაადვილდა„ რადგან თანამედროვე მანქანები უფრო ეფექტური აეროდინამიკით გამოირჩევა.

ბმულის-Eau Rouge გავლა ახლა მთელი სიჩქარით შეიძლება, მაგრამ ის უნიკალურად რჩება, თუმცა იგივე შეიძლება ითქვას Pouhon-ის და Blanchimont-ის მოსახვევებზე, ისინიც საინტერესოა.

Eau Rouge-დან იდეალურად უნდა გამოხვიდე, მაქსიმალურად შესაძლებელი სიჩქარე რომ შეინარჩუნო და ბმულისკენ-Les Combes აჩქარდე, სადაც სლიპსთრიმის დახმარებით შეიძლება გასწრება თუ გადაცემათა კოლოფის საჭირო სიჩქარე სწორად შეარჩიეთ.

Pouhon-ის შემდეგ, წრის კონფიგურაცია, უბრალოდ, შესანიშნავია, რადგან, შიკანამდე-Bus Stop სიჩქარეს უმატებ-ამ წერტილშიც შეიძლება მეტოქეს გვერდი აუარო. შეუძლებელია, ერთხელ „სპა“ დაინახო და ბელგიური ტრასა არ შეგიყვარდეს“.

მატია ბინოტო, გუნდის ხელმძღვანელი: ,,ბელგიაში, შესანიშნავ „სპაზე“, კალენდარში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ტრასაზე, სეზონი გაგრძელდება. ცოტა ხნით მუშაობა შევწყვიტეთ, რომ ახალი ენერგიით დავბრუნებულიყავით ტრასაზე და ახლა ბრძოლისთვის კვლავ მზად ვართ. ჩვენ ისე ვართ მოტივირებული, როგორც არასდროს და ვეცდებით სეზონის მეორე ნახევარი კარგად გავიაროთ, რომელიც ამ უქმეებზე იწყება.

 „სპაზე“ მაღალი საშუალო სიჩქარეა: პირველ და ბოლო სექტორზე გრძელი სწორი მონაკვეთებია, სადაც მანქანას მაქსიმალური სიჩქარე უნდა ჰქონდეს, შუა სექტორში კი მრავალი მოსახვევია, სადაც შასი კარგად გაწონასწორებული უნდა იყოს. აქ დიდი ზემწოლი ძალა არის საჭირო, რაც, ჩვეულებრივ, შედეგზე მოქმედებს. ამიტომ, მანქანაზე მუშაობის დროს სწორი კომპრომისი უნდა მოვძებნოთ“.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button