ავტოსპორტიფორმულა 1

Renault-ს ავტომრბოლელები იაპონიის გრან პრის პროტოკოლიდან ამოიღეს

„სუძუკაზე“ Renault-ს გუნდის ქმედების შესახებ Racing Point-ის პროტესტის განხილვის შემდეგ, FIA-მ სპორტული რეგლამენტის დარღვევა აღიარა და რბოლის პროტოკოლიდან ფრანგული გუნდის პილოტები ამოიღო.

GPS-ის მონაცემების მიხედვით, სტიუარდებმა ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი და მუხრუჭების ბალანსის კორექტირების ავტომატური სისტემის არსებობა ვერ აღმოაჩინეს, მაგრამ დაადგინეს, რომ Renault-ს მანქანებზე, დამუხრუჭების სისტემა წარმოადგენს „პილოტირების დამხმარე საშუალებას, რაც ფორმულა 1-ის სპორტული რეგლამენტის 27.1 მუხლს არ შეესაბამება“.

Renault-ს არ უკამათია საჭეზე ინდიკაციის ავტომატური ცვლილების გარშემო, მაგრამ ადასტურებს, რომ ავტომრბოლელები, ღილაკებს, პარამეტრების ფაქტობრივი ცვლილებისთვის იყენებდნენ და ამას დამოუკიდებლად აკეთებდნენ. მაგრამ ელექტრონული სისტემები ავტომრბოლელებს ვერ ეხმარება, ამიტომ სტიუარდების გადაწყვეტილებით, გუნდის მიერ სპორტული რეგლამენტის დარღვევის გამო, ორივე პილოტი პროტოკოლიდან ამოღებულია-ასეთი გადაწყვეტილება ბევრს ძალზე მკაცრად ეჩვენება.

Renault-ს გუნდმა 9 ქულა დაკარგა-რვა დენიელ რიკიარდოს მეექვსე ადგილისთვის და ერთი-ნიკო ჰულკენბერგის მეათე ადგილისთვის, მაგრამ „კონსტრუქტორთა თასზე“ მეხუთე ადგილი შეუნარჩუნდა.

Renault-ს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება დათქმული წესის მიხედვით შეუძლია.

იაპონიის გრან პრის საბოლოო შედეგი კი ასე გამოიყურება:1.ვალტერი ბოტასი (ფინეთი, Mercedes); 2.სებასტიან ფეტელი (გერმანია, Ferrari); 3.ლიუის ჰემილტონი (დიდი ბრიტანეთი, Mercedes); 4.ალექს ელბონი (ტაილანდი, Red Bull-Honda); 5.კარლოს საინსი (ესპანეთი, McLaren-Renault); 6.შარლ ლეკლერი (მონაკო, Ferrari); 7.პიერ გასლი (საფრანგეთი, Toro Rosso-Honda); 8.სერხიო პერესი (მექსიკა, Racing Point-Mercedes); 9.ლენს სთროლი (კანადა, Racing Point-Mercedes); 10.დანიილ კვიატი (რუსეთი, Toro Rosso-Honda).

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button