სპორტი

ქართული კლუბების წარმატებული გამოსვლა ევროტურნირებზე

ქართულმა კლუბებმა საკმაოდ წარმატებით დაიწყეს ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. სულ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ოთხი ქართული კლუბი იბრძვის: „საბურთალო“ ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო „ჩიხურა“ , „დინამო თბილისი“ და ქუთაისის „ტორპედო “ – ევროპის ლიგაზე.

„საბურთალო“

„საბურთალოს“, როგორც „კრისტალ ბეთ ეროვნული ლიგის“ გამარჯვებულს წილად ხვდა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა. გუნდი ევროტურნირზე კლუბის ისტორიაში პირველ მატჩს ატარებდა და, რა თქმა უნდა, გამოცდილების ნაკლებობის გამო არსებობდა საფრთხეები, მაგრამ „საბურთალომ“ მოახერხა და პირველივე თამაშში, გასვლაზე ტირასპოლის „შერიფი“ 0-3 დაამარცხა, რითიც ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასავლელად. განმეორებითი მატჩი თბილისში, 16 ივლისს გაიმართება, სადაც გადაწყდება თუ ვინ გავა შემდეგ ეტაპზე. „საბურთალო“ შემდეგ ერაპზე გასვლის შემთხვევაში, დიდი ალბათბით, „დინამო ზაგრებს“ დაუპირისპირდება.

„დინამო“ თბილისი

თბილისის „დინამო“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაცო ეტაპის კენჭისყრაზე უეფას რეიტინგების მიხედვით განთესილ გუნდებში მოხვდა, ამიტომ მას პირველ ეტაპზე საკუთარ მოედანზე არც ისე რთული მეტოქე – ანდორული „ენგორდანი“ შეხვდა. შეხვედრა თბილისელების გამარჯვებით
6-0 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა ანდორაში, 18 ივლისს გაიმართება. „დიანამო“ შემდეგ ეტაპზე ფაქტიურად გასულია. მისი მეტოქე კი, სავარაუდოდ, აზერბაიჯანული „გაბალა“ იქნება, რომელმაც ბოლო პერიოდში ძირითადი შემადგენლობის 11 ფეხბურთელი დაკარგა და წინა წლებთან შედარებით ბევრად ცუდად გამოიყურება.

საჩხერის „ჩიხურა“

„ჩიხურამ“ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველაზე დაძაბულ ბრძოლაში შეძლო გამარჯვება: მიუხედავად იმისა, რომ „ფოლამ“ გაიტანა პირველი გოლი, „ჩიხურამ“ შეძლო თამაშის შემოტრიალება და გასვლაზე 1-2 იმარჯვა. საპასუხო მატჩი თბილისში 17 ივლისს გაიმართება, სადაც გადაწყდება, თუ ვინ გავა ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე. საჩხერის „ჩიხურას“ გასვლის შემთხვევაში, სავარაუდოდ, მისი მეტოქე შოტლანდიური „აბერდინი“ იქნება.

„ჩიხურას“ გოლები შეგიძლიათ იხილოთ გუნდის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

ქუთაისის „ტორპედო“

ქუთაისის „ტორპედო“ ქართულ კლუბებს შორის ყველაზე რთულ მდგომარეობაში იმყოფება, რაც თამაშის შედგეზეც აისახა. „ტორპედომ“ ყაზახურ „ორდაბასთან“ გასვლაზე თამაში 0-1 დათმო. ევროტურნირების დაწყებამდე გუნდში სერიოზული ფინანსური პრობლემები გამოიკვეთა. კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა გუნდის არსებობის საკითხიც, თუმცა, საბედნიეროდ, ჯერ-ჯერობით ქუთაისური გუნდი აგრძელებს არსებობას და ევროტურნირებზეც კი გამოდის. სამწუხაროა, რომ ფინანსური პრობლემების გამო „ტორპედო“ დატოვა უამრავმა ფეხბურთელმა, მათ შორის თითქმის ყველა ლიდერმაც, თუმცა შემდეგ ეტაპზე გასვლის შანი ჯერ კიდევ რეალურია. განმეორებითი თამაში თბილისში, 18 ივლისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ქართულ გუნდებს ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად გასავლელი აქვთ სამი საკვალიფიკაციო ეტაპი და ფლეი ოფი. ამჟამად ყველა ქართული გუნდი პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button