გეოპოლიტიკაისტორია

თავისუფლებისა და ღირსების დღე – ევრომაიდანი

2013 წლის 21 ნოემბერს უკრაინაში დაიწყო სამოქალაქო პროტესტების ტალღა

პროტესტი გამოიწვია 21 ნოემბერს უკრაინის პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცემულმა განკარგულებამ, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მზადება შეჩერდა. უკრაინის სახელმწიფომ განაახლა დიალოგი რუსულ სავაჭრო კავშირთან.

მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტი კიევში სტუდენტების გამოსვლებით დაიწყო და მალე მთელი უკრაინა მოიცვა. დემონსტრაციები იმართებოდა პრორუსული გავლენების, კორუფციის, სახელმწიფოს მიერ მითვისებული სასამართლოს წინააღმდეგ და ა.შ.

ათი ათასობით უკრაინელი გამოვიდა კიევის ქუჩებში და დაიწყო პრეზიდენტ იანუკოვიჩის რეჟიმის გაპროტესტება.

მალევე პოლიციამ და ბერკუტმა ძალადობრივი გზით დაიწყო აქციების დაშლა, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა საზოგადოების პროტესტი. სულ უფრო მეტი ხალხი გამოდიოდა მაიდანზე.

მას შემდეგ, რაც აქციის დარბევებს მსხვრეპლი მოჰყვა, პროტესტმა რადიკალური სახე მიიღო. ხალხმა დაიკავა მაიდანი და აღმართა ბარიკადები, რათა პოლიციასა და ბერკუტს ვეღარ მოეხერხებინა აქციის დაშლა.

საბოლოოდ, 2014 წლის თებერვალში ერთიანობის, დაუმირჩილებლობისა და გაფიცვების ფონზე, ხალხმა მიზანს მიაღწია: მთავრობა შეიცვალა, პრეზიდენტი იანუკოვიჩი კი ოპოზიციამ დიქტატორად გამოაცხადა და მას რუსეთში გაქცევა მოუწია.

უკრაინელ ხალხს თავისუფლებისა და ევროპული გზის მოპოვება სისხლის ფასად დაუჯდა: ოფილიალური მონაცემებით აქციების დროს გარდაიცვალა 104 მოქალაქე, თუმცა ეს რიცხვი ზოგიერთი ცნობით 704-მდეც ადის.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button