სპორტი

ჩაფხუტი და ცხენი ანტიფრთით: მიხაელ შუმახერის ქალიშვილმა დოღისთვის უჩვეულო აღკაზმულობა აირჩია

ჯინა-მარია შუმახერმა, ვერონაში, მოჯირითეების შეჯიბრებაზე, მამის პატივისცემის გამოხატვა გადაწყვიტა. თანაც Ferrari-ს ავტომობილების შთაბეჭდილებით შექმნილი სახით ცხენოსანი ქალის გამოსვლა გამარჯვებით დამთავრდა.

მიხაელ შუმახერის ქალიშვილი, 22 წლის ჯინა-მარია, საცხენოსნო ფრისთაილის შეჯიბრებაზე, უჩვეულო სახით გამოვიდა: თვითონ გამოეწყო Ferrari-ს ამუნიციაში, ჩაფხუტიც დაიხურა და ცხენიც მსგავს ფორმაში გამოაწყო, თან პირუტყვის ზურგზე ანტიფრთა დაამაგრა, წარწერით-Horse Power. ცხენოსანმა ამგვარად ცადა მამის, ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, პატივისცემის გამოხატვა. პროგრამის ფარგლებში, ერთ-ერთი ილეთი, იმპროვიზირებული „პიტ-სტოპი“ გახდა. შეჯიბრება ჯინა-მარიას გამარჯვებით დასდრულდა.

„ვერონაში დრო არაჩვეულებრივად გავატარე“,-მოყვა გერმანელმა Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში.-იტალიაში, შეჯიბრებაზე, შუმახერების ოჯახის წარდგენის დროს, Ferrari-ს გარდა, სხვა აღკაზმულობის არჩევა არ შემეძლო. ეს ლეგენდაა. ამ ჩაცმულობის მომზადებაში უამრავი დრო დამჭირდა, მაგრამ მას მთელი გულით ვაკეთებდი“.

შვეიცარულ ქალაქ ჟივრენში, შუმახერების ოჯახს რანჩო აქვს, რომელიც მიხაელმა მეუღლეს, კორინას, 2005 წელს, ქორწინების მეათე წლის იუბილეზე აჩუქა. ამ რანჩოზე, კორინა და ჯინა-მარია, ჯირითის ენთუზიასტებისთვის, ღონისძიებებს აწყობენ. მოგვიანებით მათ კიდევ ერთი რანჩო, ტექსასში შეიძინეს.

საცხენოსნო სპორტში ჯინა-მარიამ დიდ წარმატებას მიაღწია და მსოფლიო დონის შეჯიბრებებზე იმარჯვებდა. გერმანულ ჟურნალთან-She’s ინტერვიუში, მან მოყვა, რომ სწორედ ცხენების სიყვარულმა მისცა მას ცხოვრების გაგრძელების ძალა მას შემდეგ, რაც მამამისს ტრაგედია შეემთხვა. გოგონას აზრით, ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა მას ჩააგონა, რომ მხედრობა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. „გარაჟში მანქანის დატოვება ყოველ მომენტში შეიძლება. ცხენს კი მუდამ ყურადღება უნდა მიაქციო, უქმე დღეებშიც კი“.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button