ავტოსპორტი

„ფუძის“ ავტოდრომზე, ძანარდი DTM-ის და Super GT-ის ერთობლივ რბოლაში გამოვა

იტალიელი პილოტი სტარტზე BMW-ს სამიდან ერთ-ერთ ავტომობილს გამოიყვანს. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ძანარდის კარგი შედეგის იმედი უნდა ჰქონდეს.

BMW-ს კომპანიამ განაცხადა, რომ M4-ის ერთ-ერთი ავტომობილით, რომელსაც „ფუძიზე“ , ნოემბერში, სუპერრბოლის სტარტზე გამოიყვანენ, ალესანდრო ძანარდი იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ საუბარია შეჯიბრებაზე, სადაც Super GT-ის იაპონური ჩემპიონატის და DTM-ის გერმანული ჩემპიონატის მანქანებით გამოვლენ. იაპონურ შეჯიბრებას 15-ვე ავტომობილით წარადგენენ, რომლითაც სრული პროგრამით, ყველაზე მძლავრ კლასში-GT500 ასპარეზობენ, გერმანულ ტურნირს კი Audi-ს ოთხი და BMW-ს სამი ავტომობილით.

ერთნახევარი წლის წინ, ძანარდი „მიზანოზე“, DTM-ის ეტაპზე, მოწვეული სტუმრის სახით, უკვე მონაწილეობდა და ერთ-ერთ რბოლაში მეხუთე ადგილი დაიკავა. იტალიელი სპეციალურად ადაპტირებული ავტომობილით, მუხრუჭების და აქსელერატორის ხელით სამართავი მექანიზმით გამოდიოდა.

ძანარდიმ ფეხები, გერმანულ „ლაუზიცრინგზე“, Indycar-ის ეტაპის დროს მომხდარ ავარიაში მიღებული მძიმე ტრავმების შემდეგ დაკარგა. ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ იტალიელი რბოლებს დაუბრუნდა-კერძოდ, ხუთი წლის მანძილზე, BMW-ს ავტომობილებით ის WTCC-ის ძარიან მსოფლიო ჩემპიონატში ასპარეზობდა, სადაც ოთხი რბოლა მოიგო.

შეგახსენებთ, რომ „ფუძიზე“ რბოლამდე, Super GT-ის სამი ავტომობილით, „ჰოკენჰაიმრინგზე“, DTM-ის საფინალო ეტაპზე გამოვლენ-თანაც Honda-ს ერთი ავტომობილით, ფორმულა 1-ის ყოფილი ჩემპიონი, ჯენსონ ბატონი იასპარეზებს.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button