სპორტი

Volkswagen-ის კონცერნის ყოფილი ხელმძღვანელი, ფერდინანდ პიხი, 82 წლისა გარდაიცვალა.

ფერდინანდ პიხი გარდაიცვალა – ადამიანი, რომელმაც Porsche ,,ლე მანზე“ გამარჯვებამდე მიიყვანა და Audi რალის ლეგენდად აქცია

სამშაბათს ფერდინანდ პიხის-საავტომობილო ინჟინერის, ბიზნესმენის, Volkswagen-ის კონცერნის ყოფილი ხელმძღვანელის- გარდაცვალების შესახებ ცნობილი გახდა. 25 აგვისტოს, ვახშმის დროს ის ცუდად გახდა და საავადმყოფოში, სადაც გადაიყვანეს, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

პიხი უფრო მეტად ცნობილია, როგორც Volkswagen-ის კონცერნის, რომელსაც სათავეში 1993 წელს ჩაუდგა, ხელმძღვანელი. თუმცა ავსტრიელმა დაიწყო, როგორც სარბოლო მანქანების ინჟინერმა.

ფერდინანდ პორშეს შვილიშვილმა, პიხმა ციურიხში უნივერსიტეტი დაამთავრა, მთელი სასწავლო სამუშაო ფორმულა 1-ის ძრავის პროექტს დაუთმო-სწორედ ამგვარი ძრავის შემუშავება სურდა მისი ოჯახის კომპანიას, ფორმულა 1-ის მანქანის-Porsche 804 პროექტისთვის.

70-იან წლებში, პიხის ხელმძღვანელობით, სპორტპროტოტიპი-Porsche 917 შეიქმნა-კომპანიის პირველი მოდელი, რომლითაც, აბსოლუტურ ჩათვლაში, „ლე მანის 24 საათიანი რბოლა“ მოიგეს. Audi-ში გადასვლის შემდეგ,  პიხის ინიციატივით ფირმამ რალის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა დაიწყო. 1977 წელს მან რეგლამენტში ცვლილება გამოიყენა და პირველმა შესთავაზა სრულამძრავიანი ავტომობილის შემოყვანა, რომლის დახმარებითაც ფირმამ, მწარმოებელთა ჩათვლაში, ორჯერ გაიმარჯვა, საკულტო მოდელით-Quattro.

ხელმძღვანელობის დროს პიხი ინჟინრად რჩებოდა. სწორედ  მან შესთავაზა VR ძრავების კონცეპცია, როცა ცილინდრების ორი რიგი ისე ახლოს არის განლაგებული ერთმანეთთან, რომ „ბლოკის“ ერთიან თავს და აირის გამანაწილებელ მექანიზმს იყენებს. შემდგომში, VR სქემის ორი ძრავის გამოყენებით,  ცილინდრების W-ს მსგავსი განლაგების ძრავები შექმნეს, რომელიც, ლეგენდის მიხედვით, ფერდინანდმა კაფეში, ხელსახოცზე დახატა.

ავტომობილი-Bugatti Veyron, ძრავით-W16, რომელიც პიხის სქემის მიხედვით შეიქმნა, 2010-2017 წლებში, ისტორიაში უსწრაფესი საგზაო სპორტქარის ტიტულს ინარჩუნებდა.

Volkswagen-ის ჯგუფი, პიხმა საბოლოოდ, 2015 წელს დატოვა, თუმცა, Porsche-ს ერთ-ერთ მთავარ აქციონერად რჩებოდა.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ
Close
Back to top button