დასავლეთისპორტიფორმულა 1

ესპანური გუნდი ფორმულა 1-ში 2021 წელს გამოჩნდება. პილოტებად ვერლაინს და პალოუს ასახელებენ

Campos Racing-ის გუნდის მფლობელი, ადრიან კამპოსი და მისი ბიზნეს-პარტნიორი სალვატორე განდოლფო, 2021 წელს ფორმულა 1-ში, თავისი ახალი პროექტით, მოსვლას გეგმავენ. შესაბამისი საბუთები Motorsport-Total-ის გამომცემლობის განკარგულებაში აღმოჩნდა.

ფინანსურ მხარდაჭერას გუნდი Monaco Increase Management-ისგან მიიღებს, რომელიც განდოლფოს ეკუთვნის, მის კონსულტანტად კი Ferrari-ს, Arrows-ის და Super Aguri-ს ყოფილი თანამშრომელი, დანიელე აუდეტო გამოვა. ტექნიკური დირექტორი პიტერ მაკქული იქნება, რომელიც ადრე McLaren-ში მუშაობდა, აეროდინამიკის განყოფილებას კი სათავეში ბენ ვუდი ჩაუდგება, რომელსაც BrawnGP-ისა და Mercedes-ში მუშაობის გამოცდილება გააჩნია.

იტყობინებიან, რომ პროექტის დამაარსებლებმა, ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობასთან უკვე ისაუბრეს.

მოსალოდნელი პილოტების სახით Campos-ი, Mercedes-ის ყოფილ პროტეჟეს, პასკალ ვერლაინს და იაპონური „სუპერფორმულის“, წლევანდელი სეზონის, ერთ-ერთ ლიდერს, ალექს პალოუს ასახელებს. ძრავების სავარაუდო მომწოდებლად Renault ითვლება.

„ბიუჯეტების შეზღუდვით, შემოსავლის ხელახლა გადანაწილებით და ახალი წესებით, ახალ გუნდებს ფორმულა 1-ში შემოსვლის შესანიშნავი შესაძლებლობა გააჩნია, რათა ჩემპიონატი უფრო საინტერესო და გაწონასწორებული გახდეს“,-საბუთს განდოლფოს გამონათქვამები მოჰყავს.

ფორმულა 2-სა და ფორმულა 3-ში Campos-ის პროგრამაზე, გრან პრის რბოლებში დებიუტმა არ უნდა იმოქმედოს, ესეც საბუთში არის ნახსენები.

Campos Racing-ი ფორმულა 1-ში ჯერ კიდევ 2010 წელს მოხვედრას ცდილობდა, მაგრამ საკუთარი აქტივები მომზადების სტადიაში გაყიდა და მის ნაცვლად HRT-ის დებიუტი შედგა, რომელმაც სამ სეზონს გაუძლო.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button