სპორტიფორმულა 1

გერჰარდ ბერგერი: ,,ფორმულა 1-დან წასვლა სებასტიან ფეტელს სავსებით შეუძლია“

ფორმულა 1-ის ყოფილი ავტომრბოლელი, გერჰარდ ბერგერი, რომელსაც 27 აგვისტოს 60 წელი შეუსრულდა, თვლის, რომ მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს, სებასტიან ფეტელს, მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე, ავტომრბოლელის კარიერის დასრულება შეუძლია.

32 წლის გერმანელმა 52 გრან პრი მოიგო და ამ მაჩვენებლით, სპორტის ისტორიაში, მესამე ადგილს იკავებს, მიხაელ შუმახერისა (91) და ლიუის ჰემილტონის (81) შემდეგ.

„სებასტიანი ძალიან ჭკვიანი ბიჭია და მას ცხოვრებაში სხვადასხვა ინტერესი გააჩნია“, – თქვა ავსტრიელმა DPA-ს საინფორმაციო სააგენტოსთან ინტერვიუში. – მას ბავშვები ჰყავს და ოჯახი მისთვის პირველ ადგილზეა. ამასთან, მან საკმაო თანხა დააგროვა, რომ არაფერი უჭირდეს. ის თავის ოჯახს, ძველ მოტოციკლებს და მანქანებს არის მიჯაჭვული.

არ გამიკვირდება, რომ ერთხელ დილას ის იფიქრებს, რომ რბოლებისგან დაიღალა და სხვა რამის გაკეთება სურს ან ისეთ ჩემპიონატში გადასვლა, სადაც წესები არც ისეთი არეული და რთულია. სებასტიანს სიურპრიზის მოწყობა შეუძლია.

სებასტიან ფეტელი და შარლზ ლეკლერი

ახლა ის, უბრალოდ, დროს კარგავს. მიხაელ შუმახერი Ferrari-ში ყველაფერს აკონტროლებდა და გუნდს თვითონ მართავდა. თუმცა ეს სებასტიანის კრიტიკა არ არის. ის ძალიან ჭკვიანი და შრომისმოყვარე ბიჭია. უბრალოდ მართვა მისი არ არის. ეს კოლექტივის ხელმძღვანელობის მოვალეობაა“.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button