სპორტიფორმულა 1

ლიუის ჰემილტონი: ,,თუ ჩვენ საღამოს რეჟიმი გვაქვს, მაშინ Ferrari-ს ავიაგამანადგურებლის რეჟიმი გააჩნია“

ლიუის ჰემილტონი და Mercedes-ი კვლავ დამარცხდნენ, პოულ პოზიციისთვის შარლ ლეკლერსა და Ferrari-სთან პაექრობაში: მხოლოდ კვალიფიკაციის ბოლოს, ბრიტანელმა მინიმალური უპირატესობით აჯობა სებასტიან ფეტელს, მაგრამ მონეგასკს მაინც 0.4 წამი დაუთმო.

„კვალიფიკაცია ძალიან რთული იყო, რადგან ეს ბიჭები [Ferrari] უბრალოდ შეუჩერებლები არიან სწორ მონაკვეთებზე,-განაცხადა ლიუისმა Sky Sports-ის ეთერში. – ეს რაღაც სხვა დონეა. ამბობთ, რომ ჩვენ „საღამოს რეჟიმი“ გვაქვს? მათ კი რაღაც უფრო ძლიერი გააჩნიათ-„ავიაგამანადგურებლის რეჟიმი“.

ბოლოში მთელი ძალა დავხარჯე და გუნდმაც შესანიშნავად იმუშავა, საჭირო დრო მომაძებნინა. სასიამოვნოა, რომ შევკრიბე წრე, რომელიც პირველ რიგს ეყო-ამას, მართლაც, არ ველოდი.

საბედნიეროდ, ალტერნატიული სტრატეგიით ვიწყებთ რბოლას და ეს შანსს გვაძლევს. ხისტი საბურავებით, სწორ მონაკვეთებზე, რთული იქნება ბრძოლა, მაგრამ შარლის შევიწროებას ვეცდები“.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button